ბობ დილანის სასიყვარულო წერილების კოლექცია აუქციონზე 670 ათას დოლარად გაიყიდა

1957-1959 წლებში სკოლის პერიოდში, დილანმა წერილები შეყვარებულს მისწერა.
ბობ დილანი - ფოტო მაიკლ ოქსის არქივიდან
ბობ დილანი – ფოტო მაიკლ ოქსის არქივიდან

ახალგაზრდა ბობ დილანის სასიყვარულო წერილების კოლექცია, აუქციონზე ცნობილმა პორტუგალიურმა წიგნების მაღაზიამ 670 ათას დოლარად შეიძინა.

დილანის წერილების მფლობელი წიგნის მაღაზია Livraria Lello – პორტუგალიაში, პორტოში მდებარეობს. ხშირად მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზ წიგნის მაღაზიადაც მოიხსენიებენ. როგორც აუქციონერის RR Auction-ის განცხადებაშია ნათქვამი, მაღაზია გეგმავს ორმოცდაორი ხელნაწერი წერილი, რომელიც ჯამში ასორმოცდაათ გვერდს ითვლის, დილანის გულშემატკივრებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

1957-59-წლებში დილანი მინესოტას შტატის ქალაქ ჰაბინგიში ცხოვრობდა, ის სასიყვარულო წერილებს თანასკოლელ ბარბარა ენ ჰიუიტს სწერდა, მაშინ ბობ დილანს სასცენო ფსევდონიმი ჯერ კიდევ  არ ჰქონდა. (ბობ დილანის ნამდვილი სახელი ბობ ციმერმანია). ეს არტისტის ცხოვრების ის პერიოდია, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ბევრი რამ არ არის ცნობილი. 

წერილების მიხედვით ბობ დილანი სახელის შეცვლაზე ფიქრობს და მილიონი ჩანაწერის გაყიდვაზე ოცნებობს. ათწლეულების შემდეგ კი, 2016 წელს, იგი ლიტერატურაში  ნობელის პრემიის ლაურეატი ხდება და ჯამში 125 მილიონ  ჩანაწერს ყიდის.

ახალგაზრდა ბობ დილანი წერილებში ბარბარა ენ ჰიუიტის მიმართ სიყვარულს არ მალავს. წერილები შეიცავს ფრაგმენტებს ლექსებიდან,  დილანი ასევე ეხება ისეთ საკითხებს, რაც იმ პერიოდის ახალგაზრდების ზოგად ინტერესს წარმოადგენდა: მუსიკა, ავტომობილები, ტანსაცმელი, პოეზია.

აუქციონზე გამოტანილი იყო ბობ დილანის სამახსოვრო ნივთებიც, მათ შორის მისი ოცდაოთხი ხელნაწერი ლექსის კრებული  – “Poems Without Titles” (ლექსები სათაურის გარეშე), რომელიც ორას ორმოცდაათი ათას დოლარად გაიყიდა და დილანის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პერიოდის ფოტოები მისივე ხელმოწერით, რომელიც  ოცდაოთხი ათას დოლარზე მეტად შეფასდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ადელი და ბიონსე გრემიზე კვლავ ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან. ნახეთ მუსიკოსები, რომლებიც სხვადასხვა დროს წლის ალბომის კატეგორიაში ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

შემდეგი სტატია

კანიე უესტი სატესტო პოსტით ადასტურებს, რომ მისი ტვიტერის ანგარიში კვლავ აქტიურია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი