ახალი კამპანია „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – პროექტი რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს

პროექტის ფარგლებში ექვსი მუსიკოსის თანამშრომლობით სამი მუსიკალური დუეტი შეიქმნა. ესენი არიან: გიორგი უშიკაშვილი და თამადა, ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული, ნატო მეტონიძე და დავით ჯიქია.
კამპანია „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ სიმღერა - „მოძმე“ - გიორგი უშიკიშვილი და თამადა
კამპანია „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ სიმღერა – „მოძმე“ – გიორგი უშიკიშვილი და თამადა

„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ პროექტის შექმნის იდეა და მიზანი განსხვავებული ადამიანების შეკრებაა,  ვისაც განსხვავებული ჟანრისა და სტილის მიუხედავად, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი აერთიანებთ. კამპანიის გახსნა 22 ნოემბერს „დედაენის ბარში“ შედგა.

პროექტის ფარგლებში „კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის“ და კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ ჟანრობრივად განსხვავებული ექვსი არტისტი შეკრიბა: ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული, გიორგი უშიკაშვილი და თამადა, ნატო მეტონიძე და დავით ჯიქია. მუსიკოსებმა კამპანიის პერიოდში სამი სიმღერა შექმნეს, დუეტები კი სტუდია „ჰეიმა“-ში ჩაიწერა.

პროექტის ფარგლებში „კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის“ და კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ ჟანრობრივად განსხვავებული ექვსი არტისტი შეკრიბა: ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული, გიორგი უშიკაშვილი და თამადა, ნატო მეტონიძე და დავით ჯიქია. მუსიკოსებმა კამპანიის პერიოდში სამი სიმღერა შექმნეს, დუეტები კი სტუდია „ჰეიმა“-ში ჩაიწერა.

ექვსი მუსიკოსის სამი დუეტი, მუსიკოს მებო ნუცუბიძის და ხმის რეჟისორ ირაკლი მანჩხაშვილის სტუდია „ჰეიმაში“ ჩაიწერა.

კამპანია „მრავალი ხმა, ერთი სამშობლოს”  – პირველი დუეტი უკვე გამოქვეყნდა.

„გიორგი უშიკიშვილისა და თამადას ერთობლივი კომპოზიცია „მოძმე“ იმ ქართველებს ეხება, რომლებიც პატრიოტებად გვაჩვენებენ თავს, მაგრამ სინამდვილეში მტერს მოძმედ წარმოგვიჩენენ… პატრიოტიზმის გამოხატვის მრავალი ფორმა არსებობს, თუმცა მტერთან დაძმობილება პატრიოტიზმი ვერასდროს იქნება.“ – „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ პოსტს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

მოისმინეთ,  „მრავალი ხმა, ერთი სამშობლოს” კამპანიის ფარგლებში შექმნილი  სიმღერა – „მოძმე“ – გიორგი უშიკიშვილსა და თამადას შესრულებით.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Machine Gun Kelly

მომღერალი Machine Gun Kelly  ფილმ Taurus-იდან, მთავარ სიმღერას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

მერაბ აბრამიშვილის საიუბილეო გამოფენა ეროვნულ გალერეაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი