მერაბ აბრამიშვილის საიუბილეო გამოფენა ეროვნულ გალერეაში

ეროვნულ გალერეაში მერაბ აბრამიშვილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები როგორც ოჯახის, ასევე კერძო კოლექციებიდან. Მათ შორის ისეთებიც, რომლებიც აქამდე არასდროს გამოფენილა. ზოგი მათგანი პირველად ნახეს მხატვრის ოჯახის წევრებმაც.

ლევან აბრამიშვილი – მერაბ აბრამიშვილის შვილი, მხატვარი:

„ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც მეც პირველად ვნახე, ეს არის „ჯოჯოხეთი”. 1992 წლის ნამუშევარია და, ჩემი სუბიექტური აზრით, 89-95 წლებში რაც გააკეთა, მის შემოქმედებაში ყველაზე ძლიერი ნამუშევრებია. ძლიერს ვამბობ არა მარტო ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ მხატვრული თვალსაზრისითაც. ისეთ ენერგიას და ძალას ატარებს, რომელ ძალასაც, ჩემი აზრით, უფრო გვიანდელი ნამუშევრები აღარ ატარებენ. მაგ დროს სიბნელე იყო, გაჭირვება, ჯოჯოხეთი, ალბათ ეს გარემოც მუშაობდა, პერიოდი ჰქონდა ალბათ ასეთი – ბევრი მიზეზი ექნებოდა, მაგრამ, ჩემთვის, ეს პერიოდი ყველაზე ძლიერია. არ ვიცი თავად როგორ ფიქრობდა, მაგრამ მგონია, რომ თვითონაც გაიზიარებდა ამ აზრს.”

„ჯოჯოხეთი”, 1992 წელი

Მერაბ აბრამიშვილი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია და საყვარელი მხატვრის უცნობ ნახატს რომ ნახულობ, რომელიც ნანახი არ გქონდა და ამ დროს გეგონა, რომ ყველაფერი ნანახი გქონდა, საერთოდ ახალი შეგრძნებაა. და როცა ეს მხატვარი თან მამაშენია, მანდ განსაკუთრებული სენტიმენტები შემოდის. თავიდან გრძნობ და თავიდან განიცდი იმ კავშირს, რომელიც ფიზიკურად გაწყდა, მაგრამ არასდროს გაწყვეტილა. დროში მოგზაურობაა. წარმოვიდგინე, რამდენი წლის ვიყავი, რას ვაკეთებდი, ის რას ხატავდა, სად ჰქონდა მაგ დროს სახელოსნო…”

გამოფენა 30 ნამუშევარს აერთიანებს. მათ შორის ყველაზე ადრინდელი 1987 წელს შექმნილი „300 არაგველია”. სწორედ მასზეა აგებული გამოფენის კონცეფციაც.

„ეს ნამუშევარი, შეიძლება ითქვას, რომ გამოფენის ღერძია. განსაკუთრებულია ბევრი თვალსაზრისით – ერთ-ერთი პირველია ლევკასის ტექნიკით დახატული და მასში ჩანს გრუნტის ძიების პროცესი ტექნიკურად. ეს მისი საეტაპო ნამუშევარია. სხვათა შორის, ზუსტად 300 მეომარი ჰყავს დახატული.”

ლევან აბრამიშვილი ნამუშევართან „300 არაგველი”

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ გალერეაში 25 იანვრამდე გაგრძელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კამპანია „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ სიმღერა - „მოძმე“ - გიორგი უშიკიშვილი და თამადა

ახალი კამპანია „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – პროექტი რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს

შემდეგი სტატია

„ბუნკერი“ – მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი