მომღერალი Machine Gun Kelly  ფილმ Taurus-იდან, მთავარ სიმღერას აქვეყნებს

Machine Gun Kelly სიმღერის ტექსტში მღერის: „ვებრძვი ჩემს თავს, მაგრამ ვერ ვეხმარები. ეს ფილმი ჩემი ცხოვრებაა, თუმცა ტიტრებში არ ვარ მოხსენებული.“
Machine Gun Kelly
Machine Gun Kelly

კოლსონ ბეიკერიმა, სასცენო სახელით Machine Gun Kelly-მ, ოთხშაბათს,  სიმღერა Taurus, თავისი ნახევრად ავტობიოგრაფიულ ფილმ  Taurus-იდან გამოაქვეყნა. 

Machine Gun Kelly სიმღერის ტექსტში მღერის: „ვებრძვი ჩემს თავს, მაგრამ ვერ ვეხმარები. ეს ფილმი ჩემი ცხოვრებაა, თუმცა ტიტრებში  არ ვარ მოხსენებული. ჩემთვის სულ ერთია, რამდენად დიადი გავხდები, მე მაინც იგივე დავრჩები. ეს ყველაფერი საწყისიდან შევქმენი, თქვენ კი, ყველა მხოლოდ ამით ცხოვრობთ.“

ფილმ Taurus-ის სცენარის ავტორი და რეჟისორი ტიმ სატონია. მასში Machine Gun Kelly-ს საცოლე მეგან ფოქსი, მედი ჰასონი, დემეტრიუს ფლენორი, რუბი როუსი, სკუტ მაკნეტი, ლილ ტეი და ნაომი უაილდი მონაწილეობენ. 

Machine Gun Kelly-იმ კვირას, 2022 წლის American Music Awards-ზე ფავორიტი როკ არტისტის ჯილდო მიიღო. სიტყვით გამოსვლისას კი მან თქვა: „როკის საზოგადოებაში იყო რამდენიმე ადამიანი, ვინც მე ტურისტს მეძახდა, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, ისინი ცდებიან. მე რაკეტის კაცი ვარ (I’m a rocket man).“

არტისტმა გასულ კვირას, საუკეთესო როკ ალბომ Mainstream Sellout-თვის,  პირველი გრემის ნომინაცია მიიღო. 

ნახეთ, ვიდეო-კლიპიTaurus.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მეტალიკას კონცერტი Helping Hands პირდაპირი ეთერით გადაიცემა

შემდეგი სტატია

კამპანია „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ სიმღერა - „მოძმე“ - გიორგი უშიკიშვილი და თამადა

ახალი კამპანია „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – პროექტი რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი