ნუცა თოფურიას სოლო-კონცერტი –  სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია

ნუცა თოფურია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე პირველი სოლო-კონცერტით წარდგება. კონცერტს „მოვალ” ერთი თვით ადრე წინ უძღოდა იმავე სახელწოდების სადებიუტო ალბომის გამოცემა. ალბომში შესულია 10 სიმღერა, რომელთა უმრავლესობაც ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციების ახლებური ვერსიებია. დღევანდელი კონცერტიც სწორედ ამ ალბომის პრეზენტაცია იქნება.

ნუცა თოფურია:

„ალბომს და შესაბამისად, კონცერტსაც ჰქვია „მოვალ”. ამას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველ რიგში, ყველაზე დიდი წარმატება ამ სიმღერამ მომიტანა. მეორეა, რომ სწორედ მისი მოსმენის შემდეგ გადაწყდა ჩემი სადებიუტო ალბომის ჩაწერა. მესამე და ამ სიტყვის ჩემეული ახსნა კი ის არის, რომ ძალიან მინდა, მსმენელის გულებამდე მოვიდე.”

ნუცა თოფურიასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ცხადაძე, ნოდარიკო ხუციშვილი, ლუკა ჭოხონელიძე, სანდრო გეგეჭკორი და ლუკა თოფურია. დაუკრავს ბენდი „ნიუტონი”. პროექტზე Bravo Records-მა იმუშავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბუნკერი“ – მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესმა ახალი ალბომი This Is Me … Now დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი