სტეფანემ ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

სიუჟეტური ხასიათის კლიპში მთავარ როლს მომღერალი გია სურამელაშვილი ასრულებს.

სტეფანემ მსმენელს მუსიკალური ვიდეო წარუდგინა. კლიპი გადაღებულია მუსიკოსის ახალ კომპოზიციაზე სახელწოდებით Gaigime. Მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად სტეფანეა, ასევე სტეფანეს ეკუთვნის ვიდეოს იდეა. სიმღერის მუსიკალური ფროდაქშენის ავტორი ნიკა კოჩაროვია. რაც შეეხება ვიზუალურ ნამუშევარს, ვიდეო გადაიღო გიორგი მეშველიანმა (avi.musaifi.) ვიდეოკლიპის გადაღებაზე Metro Production -მა იმუშავა. აღსანიშნავია, რომ  კლიპში მთავარ როლს მომღერალი გია სურამელაშვილი ასრულებს.

„რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ ჩემი თავი ამოვწურე. Ზაფხულში არა ერთი კონცერტი მქონდა, რის შემდეგაც აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავის მოსმენაც კი აღარ შემეძლო. ამის შემდეგ, ცოტა ხნით წავედი ქვეყნიდან და სწორედ ამ პერიოდში დავწერე ეს სიმღერა. Როცა საქართველოში დავბრუნდი, ვფიქრობდი, თუ ვის უნდა გაეკეთებინა ფროდაქშენი, რომ ზუსტი ემოცია წამოსულიყო და გამახსენდა, რომ ჩემი მეგობარი ნიკა კოჩაროვი ამ  მიმართულებით საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ ნიკას მუსიკალური ფროდაქშენი სხვისთვის აქამდე არ გაუკეთებია და ეს პირველი შემთხვევა იყო, თუმცა ჩვენ კვლავაც ვაპირებთ სამომავლო თანამშრომლობას“ – აღნიშნა სტეფანემ Billboard Georgia-სთან საუბრისას. 

ეს სტეფანესა და Metro Production-ის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის.   როგორც მომღერალი აღნიშნავს, ეს გადაკვეთა ყოველთვის წარმატებული იყო. პირველი ერთობლივი მუშაობის დროს მუსიკალური ვიდეო MTV Europe-ზე მოხვდა და ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური ინდუსტრიის წამყვან მუსიკოსებთან ერთად იყო ჩარტებში.

„როდესაც Metro Production-ის წარმომადგენლებს შევხვდი, ჩემი ხედვა გავუზიარე. დაახლოებით ხუთი წელი მქონდა იდეა, რომ გია სურამელაშვილი ჩემს მუსიკალურ ვიდეოში გაადამეღო, რადგან მე მას სრულიად სხვა თვალით ვხედავ. მისი კოსტიუმები, გააზრებული იმიჯი, სრულიად სხვა კავშირებსა და ასოციაციას მიჩენდა. გიორგი მეშველიანმა ძალიან ზუსტად გაიგო ჩემი იდეა და ვფიქრობ, საკმაოდ კარგი სარეჟისორო ნამუშევარი შექმნა.“ – სტეფანე.

როგორც სტეფანე ჩვენთან საუბრისას ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ ნამუშევარს დეპრესიული განწყობა გასდევს, ის მაინც ოპტიმისტურ გზავნილებს შეიცავს და როგორც აღმოჩნდა, მსმენელმაც ეს ემოცია ზუსტად მიიღო. 

3 დეკემბერს სტეფანე აუდიტორიის წინაშე MONO HALL-ში დაანონსებულ კონცერტზე წარდგება. როგორც თავად ამბობს, Gaigime უმეტესწილად სწორედ ამ კონცერტს ეძღვნება, რომელზეც მსმენელს განსხვავებული მუსიკალური გამოცდილება ელოდება. 

„შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონცერტზე მოსულ მსმენელს განსხვავებული სტეფანე დახვდება.სრულიად განვაახლე უკვე ნაცნობი სიმღერები და ასევე შევასრულებ ახალ კომპოზიციებსაც. კონცერტზე შესრულდება რამდენიმე კოლაბორაციაც, რომლის შესახებაც დეტალებს არ გავაზიარებ, რადგან მსურს, მსმენელისათვის მეტად მოულოდნელი იყოს.“ – სტეფანე

სტეფანე ამჟამად ახალ მუსიკალურ ალბომზე მუშაობს, რომლის გამოცემასაც 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს გეგმავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაილი საირუსი 30-ე დაბადების დღეზე ბედნიერია: „მადლობელი ვარ ამდენი სიყვარულისთვის”

შემდეგი სტატია

მადონამ მადლიერების დღეზე 6 შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი