Not Here To Make Friends – სემ სმითი ახალ სიმღერას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თიზერით აანონსებს

სიმღერა გაჟღერდება არტისტის მომავალ ალბომში, სახელწოდებით Gloria

მომღერალმა სემ სმითმა სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა და ახალი სიმღერა, სახელწოდებით I’m Not Here To Make Friends დააანონსა. სიმღერა არტისტის მომავალ ალბომში შევა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს პაშმინას ნარინჯისფერი ქსოვილით შემოსილი სემ სმითი, რომელიც მაღალსართულიანი შენობის აივანზე დგას. სიმღერის დაწყებასთან ერთად, მოძრაობას იწყებს კამერაც. მაყურებელი არტისტის სრულ ვიზუალურ იმიჯს ხედავს. 

მუსიკალური თიზერის გამოქვეყნების პარალელურად, სემ სმითის სიმღერა, სახელწოდებით Unholy, რომელსაც არტისტი კიმ პეტრასთან ერთად ასრულებს,  Billboard Hot 100-ის ჩარტის მესამე ადგილს იკავებს, ხოლო  Billboard Global Excl. U.S-ის ჩარტში- პირველ ადგილს. ორივე კომპოზიცია – Unholy და I’m Not Here To Make Friends შევა სემ სმითის მეოთხე სტუდიურ ალბომში, სახელწოდებით Gloria, რომელიც 27 იანვარს გამოიცემა. 

იხილეთ სემ სმითის მიერ გამოქვეყნებული მუსიკალური თიზერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„IN C თბილისი“ | ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი –  „სამეფო უბნის“ თეატრში

შემდეგი სტატია

ნიკ კენონი Golden Theatre, 2021 წლის 13 ოქტომბერი, ნიუ-იორკი. ფოტო: ჯონ ლამპარსკი

ნიკ კანონი თერთმეტი შვილისთვის სადღესასწაულო საყიდლებზე გასვლისას სტრესში ვარდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი