„IN C თბილისი“ | ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი –  „სამეფო უბნის“ თეატრში

ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი „IN C თბილისის“ პრემიერა პირველ დეკემბერს „სამეფო უბნის“ თეატრში შედგა.

თანამედროვე ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი გერმანული ცეკვის კომპანიასთან „საშა ვალცი & სტუმრები“ და  ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm-ის ერთობლივი  თანამშრომლობით შეიქმნა.

2021 წელს, ქორეოგრაფმა საშა ვალცმა და მისმა ცეკვის კომპანიამ ინოვაციური არტისტული პროცესი წამოიწყო, რომლის შედეგადაც სპექტაკლი „IN C” შეიქმნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ანსამბლი ინკლუზიურ სპექტაკლზე ქართველ მოცეკვავეებთან ერთად მუშაობს.

სპექტაკლი ამერიკული მინიმალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი კომპოზიტორის, ტერი რაილის ამავე სახელწოდების მუსიკალურ ნაწარმოებზეა დაფუძნებული. საშა ვალცმა და მისმა მოცეკვავეებმა ექსპერიმენტული ქორეოგრაფიული მასალა შექმნეს, რომელიც მუსიკალური ნაწარმოების ცვალებად სტრუქტურას იმეორებს. ორმოცდაცამეტი მუსიკალური ფრაზისგან  შემდგარი ნაწარმოების შესრულებისას, მუსიკოსები თანმიმდევრობით გაიმეორებენ ფრაზებს და ქორეოგრაფიაც მუსიკის ცვალებად სტრუქტურას ზუსტად ასახავს. „IN C“ შექმნილია როგორც დაუსრულებელი სასცენო წარმოდგენა, რომლის ქორეოგრაფია მაყურებლის თვალწინ იბადება. 

IN C თბილისი“ | ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი

„როდესაც ამ სტრუქტურის და მოქნილი ქორეოგრაფიის შესახებ გავიგე, საშა ვალცის კომპანიას შევთავაზე გაგვეკეთებინა თბილისში IN C -სპექტაკლის ინკლუზიური ვერსია, სადაც პროფესიონალი მოცეკვავეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებდნენ მონაწილეობას. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური პროცესების განვითარება. რაც უფრო მეტი აქტიური ხელოვანი ჩაერთვება ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი უფრო მეტად დაჩქარდება. პირველ რიგში ამ ადამიანებს მიეცემათ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა. ძალიან ბევრი ნიჭიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, რომელთაც არ აქვთ სივრცე, სადაც ან სასწავლოდ ივლიან, ან მიიღებენ სხვადასხვა პროექტებში თუ სახელოვნებო აქტივობებში მონაწილეობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთმა ინიციატივებმა ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას და ჩართვას კულტურულ პროცესებში. სწორედ ეს მიზანი აქვს ჩვენს პროექტსაც. ეს არის დასაწყისი რომ ჩვენ ნელ-ნელა პროფესიული ინკლუზიური დასი ჩამოვაყალიბოთ და ამის პირველი ჯგუფი უკვე IN C თბილისის სახით შედგა.“  – მაკა ჩხაიძე – ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm-ის დამფუძნებელი და პროექტის იდეის ავტორი.

„IN C თბილისის” მიზანია შშმ ადამიანების სახელოვნებო პროცესებში ინტეგრაციას ხელი შეუწყოს, დაეხმაროს მათ პროფესიულ განვითარებაში, ჩართოს ინკლუზიური ელემენტი და ქართულ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებს შორის დიალოგი წამოიწყოს.

სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრში სამ დეკემბრამდე გაგრძელდება.

„თანამედროვე ცეკვა არის ისეთი ტექნიკა ზოგადად, სადაც სხეულზე ძალიან ბევრს მუშაობ, სადაც სხეული და გონება ერთმანეთს უკავშირდება. ეს არის თერაპიული ვარჯიშები და არაპროფესიონალი მონაწილეებისთვის ძალიან კარგი ხერხი იმისთვის, რომ იმპროვიზაციით და სხვადასხვა ხერხებით შემეცნებითი იდეების გაცვლა  შეძლონ,  რომელიც  შემდგომ ქორეოგრაფიის სამეტყველო ენაზე იწყობა.“ – ინკლუზიური ვერსიის ქორეოგრაფი: ნათია ჩიკვაიძე

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმას“ მიერ ხორციელდება, რომელიც საქართველოში ხელს უწყობს ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და ხელოვნების საშუალებით საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობებს ქმნის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სერიალ The Crown-ის მეხუთე სეზონის საუნდტრეკი 90-იანი წლების, საკულტო ეპოქას გვახსენებს

შემდეგი სტატია

Not Here To Make Friends – სემ სმითი ახალ სიმღერას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თიზერით აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

,,სასწაულის მოლოდინში“ – საპრემიერო სამზადისი სოხუმის თეატრში

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 8 და 9 დეკემბერს დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლის - „სასწაულის მოლოდინში“ პრემიერა გაიმართება.
მეტი

დავით საყვარელიძე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრისთვის ახალ ხელმძღვანელს ეძებს

„პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენმა თეატრმა იპოვოს ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რადგან თეატრს სჭირდება ახალი ენერგია და დიდი ენთუზიაზმი. აგრეთვე მსურს, რომ საზოგადოებამ იხილოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თეატრის მართვის გადაბარება ცივილიზებულად – ყოველგვარი დაპირისპირებების გარეშე,” – წერს დავით საყვარელიძე.
მეტი
კოტე ლიპარტელიანის ახალი პროექტი - „გზა“ (277, 403) - ფოტო: რეზა ჯავიდი

„გზა“ (277, 403) –  „ITI Georgia“-სა და სოხუმის თეატრის ახალი პროექტი

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი 1948 წელს დაარსდა და დღემდე თეატრალური ხელოვნების გლობალურ პოპულარიზაციასა და განვითარებას ემსახურება.
მეტი

„ეფემერა“ – საბერძნეთის გამორჩეული თოჯინური დასის სპექტაკლი რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

თოჯინების შემქმნელები წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ საბერძნეთის წამყვან რეჟისორებთან, მათ შორის ლეგენდარულ დიმიტრის პაპაიოანუსთან.
მეტი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დავით დოიაშვილი „ახალი თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან გაათავისუფლეს

„ახალი თეატრის” დასის საპროტესტო მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც პროკურატურამ თეატრის მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი წაუყენა ჯგუფური ძალადობის მუხლით.
მეტი

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი