ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ Rolling Stones-ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკოლექციო მონეტა გამოუშვა

£5-იან მონეტაზე ჯგუფის წევრების სილუეტებია ამოტვიფრული.

ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ Rolling Stones-ის 60 წლის იუბილე საკოლექციო მონეტით აღნიშნა. £5-იან მონეტაზე ჯგუფის წევრების სილუეტებია ამოტვიფრული. მონეტაზე ჩანს მიკ ჯაგერის, ქეით რიჩარდსის, რონი ვუდის და ასევე ჯგუფის ყოფილი დრამერის, ჩარლი ვოტსის გამოსახულება. ჯგუფის დასახელება Rolling Stones-ის 1973 წლის კლასიკური შრიფტით არის ამოტვიფრული. როგორც სამეფო ზარაფხანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს ამ წელს გამოშვებული ერთ-ერთი ბოლო მონეტაა, რომელზეც ასევე დატანილია გარდაცვლილი დედოფლის, Elizabeth II-ის გამოსახულება. 

2022 წელს The Rolling Stones მუსიკალურ სცენას ევროპული ტურნეთი დაუბრუნდა. ტურნე, სახელწოდებით Sixtytour, ბერლინში გამართული კონცერტით აგვისტოში დასრულდა. „მოხარული ვართ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ჩვენს პატივსაცემად მონეტა გამოუშვა”. ნათქვამია Rolling Stones-ის ოფიციალურ განცხადებაში. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი 60 წლის იუბილეს ეძღვნება”.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ კენონი Golden Theatre, 2021 წლის 13 ოქტომბერი, ნიუ-იორკი. ფოტო: ჯონ ლამპარსკი

ნიკ კანონი თერთმეტი შვილისთვის სადღესასწაულო საყიდლებზე გასვლისას სტრესში ვარდება

შემდეგი სტატია

ილონ მასკმა დაადასტურა, რომ კანიე უესტის ტვიტერის ანგარიში დაიბლოკა მას შემდეგ, რაც რეპერმა სვასტიკის ფოტო ატვირთა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი