ილონ მასკმა დაადასტურა, რომ კანიე უესტის ტვიტერის ანგარიში დაიბლოკა მას შემდეგ, რაც რეპერმა სვასტიკის ფოტო ატვირთა

მანამდე რეპერი ამბობდა, რომ დროებით ტვიტერზე წვდომა შეეზღუდა.
კანიე უესტი
Edward Berthelot/GC Images

კანიე უესტი ტვიტერზე ისევ დაიბლოკა. მიზეზი მის მიერ გამოქვეყნებული და შემდეგ წაშლილი სვასტიკის ფოტოა. 

მას შემდეგ, რაც კანიემ ალექს ჯონთან ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერი მოსწონს, რეპერმა რამდენიმე ხმაურიანი ტვიტი გაავრცელა. მათ შორის მხარდაჭერა ბალენსიაგას მიმართ უკანასკნელ მოვლენებზე და სვასტიკის ფოტო, რომელიც დავითის ვარსკვლავთან არის შერწყმული. ტვიტერმა შეურაცხმყოფელი პოსტი წაშალა. 

კანიემ ასევე გამოაქვეყნა ილონ მასკის ფოტოც, სადაც მას უკნიდან Endeavor-ის გენერალური დირექტორი არი ემანუელი წყალს ასხამს. სწორედ ემანუელმა მოითხოვა ბოიკოტი კანიესთვის, ანტისემიტური განცხადებების გამო.

მასკმა დაადასტურა, რომ კანიეს ანგარიში დროებით დაიბლოკა. მან საკუთარ ფოტოზე დაწერა „ამას არა უშავს”, სვასტიკის ფოტოზე კი  „ამას – კი”.

მას შემდეგ, რაც ტვიტერის მომხმარებელმა მასკს დაუკომენტარა „აღადგინეთ კანიე, გთხოვთ”, Მასკმა უპასუხა: „მე ყველაფერი გავაკეთე. მაგრამ მან მაინც დაარღვია ჩვენი რეგულაციები. ანგარიში დაიბლოკება.” შემდეგ კიდევ დაამატა: „უბრალოდ ვაზუსტებ, რომ  ანგარიში ძალადობის წახალისებისთვის დაიბლოკა და არა ჩემი ფოტოსთვის. გულახდილად რომ გითხრათ, ეს ფოტო კარგი მოტივაციაში დამეხმარა, რომ წონაში დავიკლო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ Rolling Stones-ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკოლექციო მონეტა გამოუშვა

შემდეგი სტატია

არიანა გრანდემ და კელი კლარქსონმა საშობაო სიმღერის Santa, Can’t You Hear Me ცოცხალი ჩანაწერი გამოსცეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი