The Fight or Flight Response – ჯგუფმა The Black Marrows ახალი სიმღერა და მუსიკალური ვიდეო წარადგინა

მუსიკის და ტექსტის ავტორი გიორგი მარია, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი კი ტატო კოტეტიშვილია.

ჯგუფმა The Black Marrows ახალი სიმღერა სახელწოდებით The Fight or Flight Response და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. ტრეკი The Black Marrows-ის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში შევა. სიმღერა ამჟამად Youtube-ზეა ხელმისაწვდომი და მალე მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმა Spotify-ზეც განთავსდება. 

მუსიკის და ტექსტის ავტორი გიორგი მარია, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი კი ტატო კოტეტიშვილია. 

„2020 წელს გერმანიის ტურის შემდეგ, პანდემია დაიწყო  და გარკვეული პერიოდი მუსიკალური პაუზა გვქონდა. ეს სიმღერა ერთი წლის წინ დავწერე. ამჟამად ახალ ალბომზე ვმუშაობთ და ეს ტრეკიც მისი ნაწილია. რაც შეეხება სიმღერის შინაარსს, ის პანიკურ შეტევებზეა. თვითონ სათაური, The Fight or Flight Response აღწერს მდგომარეობას, როდესაც უცაბედი საფრთხისაგან გამოწვეული თავდაცვის მექანიზმი გერთვება. თავდაპირველად, როდესაც ტატო კოტეტიშვილს კლიპთან დაკავშირებული იდეები გავუზიარეთ, ჩვენი წარმოდგენები ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს და ჩვენი მეგობრებისაგან შემდგარი დიდი გუნდის ჩართულობით,  ეს მუსიკალური ვიდეო შეიქმნა.” – აღნიშნა ჯგუფის გიტარისტმა და სიმღერების ტექსტების ავტორმა, გიორგი მარმა The Billboard Georgia-სთან საუბრისას. 

2022 წელს The Black Marrows მსმენელის წინაშე Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, მთავარ სცენაზე წარდგა. 10 დეკემბერს კი ჯგუფი  „დედაენის ბარში” დაუკრავს. ცოცხალ მუსიკალურ საღამოზე The Black Marrows მსმენელისათვის უკვე კარგად ნაცნობ ტრეკებთან ერთად, რამდენიმე ახალ სიმღერასაც შეასრულებს. 

The Black Marrows 2014 წელს დაარსდა. ჯგუფის მუსიკალური ჟღერადობა   ისეთ ჟანრებს აერთიანებს, როგორიც არის: ინდი-როკი, ბრიტ-პოპი და ნოის-პოპი. 2015 წელს The Black Marrows-მა სადებიუტო ალბომი, Hurricane გამოსცა. 2020 წელს კი მათი მეორე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Down The Rabbit Hole გამოვიდა.

The Black Marrows-ის ამჟამინდელ შემადგენლობაში არიან: აჩი კევლიშვილი (ვოკალი, გიტარა), გიორგი მარი (წამყვანი გიტარა, ბექ-ვოკალი), გოგა კაკულია (ბასი) და ვარდან პარემუზიანი (დრამი).

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰილარი დაფი გულშემატკივრებს უზიარებს, თუ როგორ გადალახა „საშინელი” ბრძოლა კვებით აშლილობასთან: მე ვაფასებ ჩემს ჯანმრთელობას

შემდეგი სტატია

ადამიანი, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელს ესროლა, 21 წლით დააპატიმრეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი