კიდევ ერთი ძველი ქართული სიმღერის ორიგინალური ვერსია კატო კვარაცხელიას და გიორგი გიგაშვილის შესრულებით

სიმღერის ახალი ვერსია გადაცემა „აკუსტიკის“ ეთერში 8 იანვარს გაჟღერდება.

მუსიკოსებმა გიორგი გიგაშვილმა და კატო კვარაცხელიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში, სახელწოდებით „აკუსტიკა“, კიდევ ერთი ძველი ქართული სიმღერა, „ერთხელ ვიხილე“ გააცოცხლეს. ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული არტისტების შესრულებას მაყურებელი ეთერში 8 იანვარს მოისმენს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორი ახალგაზრდა მუსიკოსი ყველასათვის კარგად ნაცნობი კომპოზიციის ახალ, ორიგინალურ ვერსიას აჟღერებს. 

„გიორგისთან ერთად მუშაობა ჩემთვის ერთი დიდი სიამოვნებაა. გარდა იმისა, რომ მუსიკალურად ვეწყობით, კარგი მეგობრებიც ვართ. აქედან გამომდინარე, მასთან ერთად სიმღერისას, ან ახალი ნამუშევრის მომზადებისას, ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება თავად სიმღერას, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიციაა. ბავშვობიდან მიყვარს „ქეთო და კოტე“, რადგან მასში ბაბუაჩემი თამაშობდა, შესაბამისად ყველა არია ზეპირად ვიცი. „ერთხელ ვიხილე“ კი ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა. გიორგი გიგაშვილმა ის იმგვარი ფორმით დამანახა, რომ საკუთარ თავს უფლება მივეცი, ეს სიმღერა მემღერა. ძალიან მოკლე დროში მოვამზადეთ და ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა.“ –  თქვა კატო კვარაცხელიამ Billboard Georgia-სთან საუბრისას. 

რაც შეეხება გადაცემა „აკუსტიკას”, მუსიკალური პროექტი მაყურებელს ქართველი მუსიკოსების ცოცხალ შესრულებას სთავაზობს. სხვადასხვა გარემოში ჩაწერილ ვიდეოებში არტისტები საავტორო სიმღერებს, ქავერებსა და ცნობილი მუსიკალური კომპოზიციების ექსპერიმენტულ ვერსიებს აჟღერებენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Post Malone-ის ვიდეოს White Iverson-ს, YouTube-ზე ერთი მილიარდი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი "Count Me Out" მუსიკალურ ვიდეოში

კენდრიკ ლამარის ახალი მუსიკალური კლიპი Count Me Out

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი