გიორგი გიგაშვილი 2 თებერვალს კარნეგი-ჰოლში დაუკრავს! 

ქართველმა მუსიკოსმა გიორგი გიგაშვილმა მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ბერლინის ფილარმონიაში, გერმანიის სიმფონიურ ორკესტრთან (DSO) ერთად პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. კონცერტს ოც წუთიანი აპლოდისმენტები მოჰყვა,  მსმენელი აცრემლიანებული თვალებით უსმენდა გიორგი გიგაშვილის შესრულებულ უკრაინულ სიმღერას „ჩორნობრივცი”, რომელიც მან ბისზე დაუკრა

ბერლინის ფილარმონია, 12 ოქტომბერი, 2022 წელი; ფოტო – დავით ლოლაძე

2023 წლის 2 თებერვალს კი, გიორგი გიგაშვილი ნიუ-იორკში, ლეგენდარულ კარნეგი-ჰოლის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს. კონცერტი ამერიკული ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც გიორგი გიგაშვილი 22 წლის შვედ-ნორვეგიელ მევიოლინესთან, იოჰან დალენთან ერთად 4 კონცერტს ჩაატარებს.  ნიუ-იორკის გარდა კონცერტები სან-ფრანცისკოში,  ლა-ხოიასა და სანტა-ბარბარაშია დაგეგმილი. 

გიორგი გიგაშვილი იოჰან დალენთან ერთად ავრო პიარტის, მორის რაველის, იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებებს შეასრულებს.   

იხილეთ – როგორი აპლოდისმენტები მოჰყვა გიორგი გიგაშვილის შესრულებას ბერლინის ფილარმონიაში:
ვიდეო: მარიამ კანდელაკი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ასოების სწავლის გზას ვადგავართ: AC/DC საბავშვო წიგნს გამოსცემს

შემდეგი სტატია

ნახეთ, კადრს მიღმა ფოტოები ადამ ლევინისა და მალუმას კლიპის გადაღებიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი