ბაკურ ბურდულის სოლო კონცერტი „რუსტერში“

„დავიწყე ისევ მოღვაწეობა, დავბრუნდი მუსიკაში და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. ძალიან მინდა, რომ სულ აქ ვიყო და არსად წავიდე“. – ბაკურ ბურდული.
ბაკურ ბურდული
ბაკურ ბურდული

23 დეკემბერს, პარასკევს საღამოს, „რუსტერ” ბარში ბაკურ ბურდულის სოლო კონცერტი გაიმართა. ბენდის შემადგენლობაში იყვნენ: ბას გიტარისტი – გიორგი მარი, გიტარისტი – გოგა კაკულია, დრამი – აჩი კევლიშვილი და კლავიში  – ანი ცინცაძე.  

მომღერლის თქმით ბოლო სამი წლის განმავლობაში მუსიკალური პაუზა ჰქონდა, თუმცა ახლა, ახალი შემართებით გადაწყვიტა მუსიკაში აქტიურად დაბრუნება და მომავალშიც მსმენელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

ბაკურ ბურდულის კონცერტი „რუსტერ“ ბარში

„დაახლოებით ოთხი წელია სოლო კონცერტი არ მქონია. ამ ეტაპზე სინგლებზე უფრო ვმუშაობთ, ათი სიმღერის ჩაწერას უცებ აზრი არ აქვს, ამიტომ ვაპირებთ ერთი-ორი ახალი სიმღერა ჩავწეროთ და გამოვუშვათ. დავიწყე ისევ მოღვაწეობა, დავბრუნდი მუსიკაში და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. ძალიან მინდა, რომ სულ აქ ვიყო და არსად წავიდე.“ – თქვა ბილბორდთან საუბრისას მომღერალმა.

ბაკურ ბურდულმა „რუსტერში“ ძველ მონატრებულ სიმღერებთან ერთად ორი ახალი სიმღერაც შეასრულა. 

ბაკურ ბურდულის კონცერტი „რუსტერ“ ბარში

„ეს პერიოდი, როცა არ ვუკრავდი, სულ ვმუშაობდი და ვწერდი მუსიკას. ამ საღამოს ორი ახალი სიმღერაც შევასრულეთ „მომავალ ღამეს” – საკმაოდ ძველი, მაგრამ ხელახლა აღმოჩენილი სიმღერაა, რომელიც ჩემ მეგობრებს ძალიან მოსწონდათ, გადავაკეთეთ და ახლებურად წარმოვადგინეთ და მეორე სიმღერაა –  „შავს და თეთრს”. უახლოეს მომავალში მინდა რომ კლიპიც გადავიღოთ.“ – აღნიშნა ბაკურ ბურდულმა.

ბაკურ ბურდულის კონცერტი „რუსტერ“ ბარში

„გვინდოდა ჩვენი ბარი დაგველინკა გემოვნებიან მუსიკასთან. იმის გამო, რომ თბილისში ძირითადად ელექტრონული მუსიკის საღამოები ეწყობა და ცოცხალი მუსიკა უფრო ნაკლებად არის, გადავწყვიტეთ, ხელი შეგვეწყო ცოცხალი მუსიკისთვის. ათამდე კონცერტი გვქონდა. ყველა კონცერტზე თავისუფალი იყო დასწრება. ბაკურ ბურდულის კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ თავად არტისტს საკმაოდ დიდი ხანი არ ჰქონია სოლო კონცერტი. ჩვენ აღმოვჩნდით ის სივრცე, სადაც ამდენი ხნის შემდეგ ბაკურმა დაუკრა, რაც ძალიან გვახარებს.”- ნიკოლოზ გიგაური – „რუსტერის” ბარის  ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ პროექტის ფარგლებში „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტების მცირე ტირაჟი  გამოიცა 

შემდეგი სტატია

ორბელიანის მოედანზე ფესტივალი „ქარავანი” დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი