ორბელიანის მოედანზე ფესტივალი „ქარავანი” დაიწყო

საახალწლო „ქარავანი” დავით ევგენიძის კონცერტით გაიხსნა.

23 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე ფესტივალი „ქარავანი” გაიხსნა. 22 დღის განმავლობაში ფესტივალი კვების ობიექტებს, ადგილობრივ მეწარმეებს, საბავშვო და მუსიკალურ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

ანანო გომართელი – ფესტივალ „ქარავანის” აღმასრულებელი მენეჯერი:

„უკვე მეოთხე წელია, რაც „ქარავანი” არსებობს ორბელიანის მოედანზე. აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმართება ხოლმე ქუჩის ფესტივალი, რომელიც ბევრ მიმართულებას აერთიანებს. ამჟამად კი ყველაზე მნიშვნელოვანი – საახალწლო „ქარავანი” დაიწყო. ამ დროს ყოველთვის გამორჩეულად ბევრი მონაწილე და ბევრი სტუმარი გვყავს. განსხვავებით წლის დანარჩენი პერიოდებისა, როცა „ქარავანი” მხოლოდ შაბათ-კვირას ეწყობა, საახალწლოდ ფესტივალი ყოველდღიურ სახეს იღებს. 22 დღის განმავლობაში აქ მოსულ სტუმრებს ყოველდღე განსხვავებული პროგრამა დახვდებათ. ასე რომ, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო აქტივობას.”

„ქარავანი” სტუმრებს ქართველი შემსრულებლების კონცერტებსაც სთავაზობს. ფესტივალი დათო ევგენიძემ გახსნა, რომელიც სცენაზე მეგობრებთან ერთად წარდგა.

დათო ევგენიძე: 

„ბედნიერი ვარ, როცა კონცერტებზე ბევრი ბავშვსა და ახალგაზრდას ვხედავ. დღეს ჩემი, ჩემი ბენდისა და მეგობრების კონცერტია და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ის თაობა გვისმენს, რომელმაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნას. დღეს ისინი ჩვენთან ერთად მღეროდნენ, ჩვენთან ერთად იდგნენ სცენაზეც. მინდა, საქართველოს ბედნიერი წელი და ბედნიერი მომავალი ვუსურვო ამ ბავშვებთან ერთად.”

საახალწლო „ქარავანი” ორბელიანის მოედანზე თბილისის მერიის მხარდაჭერით ეწყობა. ფესტივალი 13 იანვარს დასრულდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბაკურ ბურდული

ბაკურ ბურდულის სოლო კონცერტი „რუსტერში“

შემდეგი სტატია

ვიოლეტ გროლი Hanukkah Sessions-ზე, 2022 წელი

Foo Fighter-ის სოლისტის დეივ გროლის ქალიშვილმა ვიოლეტმა, ჯენის იენის სიმღერის At Seventeen-ის ქავერი შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი