„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ პროექტის ფარგლებში „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტების მცირე ტირაჟი  გამოიცა 

„მჟავა MESSAGE“ ნიკა მაჩაიძისა და გოგი ძოძუაშვილის პროექტია, რომელიც საქართველოში ელექტრონული მუსიკის საწყისებთან არის დაკავშირებული.


2022 წელს ქართული მუსიკალურ სივრცეში ახალი პროექტი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ გაჩნდა. ეს არის ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილი მუსიკალური ჩანაწერების და ალბომების მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოცემას გულისხმობს. 

ამჯერად, პროექტის ფარგლებში, „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტის პრეზენტაცია შედგა. „მჟავა MESSAGE“ გოგი ძოძუაშვილის და ნიკა მაჩაიძის პროექტია, რომელიც საქართველოში ელექტრონული მუსიკის საწყისებთან არის დაკავშირებული. ალბომმა 90-იან წლებში თანამედროვე, ექსპერიმენტული  ხელოვნების სფეროში მოღვაწე არაერთი პიონერი არტისტი გააერთიანა. მაია სუმბაძის, ნინო ჩუბინიშვილისა და გიო სუმბაძის ჩართულობით, ალბომმა უნიკალური მულტიმედიური გამოცდილება შექმნა. 

გამოცემის პრეზენტაცია 23 დეკემბერს,  Mutant Radio-ში გაიმართა. 

„90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში არაერთი ჩანაწერი და ალბომი მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რომლის შეცვლა არც მუსიკოსებს და არც იმ დროინდელ მუსიკალურ ინდუსტრიას შეეძლო. სწორედ ამიტომ, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია“ – ნიკა მაჩაიძე. 

როგორც „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ დამფუძნებლები აღნიშნავენ, უნიკალური მუსიკალური ნამუშევრების ხელახლა აღმოჩენით, გაცოცხლებით და მსმენელის წინაშე წარდგენით, ეს ჩანაწერები ქართულ მუსიკალურ ისტორიაში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

„90-იან წლებამდე საქართველოში ფირფიტების გამომშვები ინდუსტრია არსებობდა. მათ შორის თბილისში იყო ქარხანა, სადაც ფირფიტები იბეჭდებოდა. საბჭოთა კავშირის დროს, ეს იყო ერთიანი ინდუსტრია, რომელიც ცენტრალიზებულად იმართებოდა. 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო, ეს სისტემა ჩამოიშალა და დამოუკიდებელ საქართველოში მოღვაწე მუსიკოსებს საშუალება არ ჰქონდათ, ფირფიტები გამოეცათ. ალბომები ძირითადად კასეტებზე იწერებოდა. უამრავი მუსიკოსი თავის ნამუშევრებს ალბომის სახეს არც აძლევდა და უბრალოდ ჩანაწერებს აკეთებდა. ამიტომ ამდროინდელი ჩანაწერების დიდი ნაწილი მსმენელის აუდიტორიამდე ვერც მივიდა. ეს პროექტი სწორედ აღნიშნულ პერიოდს ეძღვნება – დამოუკიდებელი საქართველოს ადრეულ წლებს, რომლის მუსიკალური ჟღერადობა სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის მუსიკალური თემისგან. „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ პროექტი უნიკალურია, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ხმებს ფირფიტაზე აბრუნებს. მათ შორის დღევანდელი გამოცემა, „მჟავა MESSAGE“ საკმაოდ ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ეს ნამუშევარი აღმოვაჩენინოთ. როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის კარგად ცოდნა არის მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საქართველოს უახლესი მუსიკალური ისტორია.“ – ჯაბა შავიშვილი, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებელი. 

„მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტების მცირე ტირაჟი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მეორე გამოცემაა. სექტემბერში, პროექტის ფარგლებში, Mother On Monday-ის 1995 წლის ალბომის, Friends-ის ფირფიტები გამოიცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი ცაგარელი

გიორგი ცაგარელი 

შემდეგი სტატია

ბაკურ ბურდული

ბაკურ ბურდულის სოლო კონცერტი „რუსტერში“

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი