გიორგი ცაგარელი 

როცა მუსიკას ვუსმენ – ყველაზე ბედნიერი ვარ, უფრო ბედნიერი, ვიდრე მე თავად ვუკრავ.
გიორგი ცაგარელი
გიორგი ცაგარელი

ალბათ მუსიკა ცალკე პორტალია. პორტალი რომელშიც ნოტები დაცურავენ და მელოდიის სიღრმეში იძირები. არტისტი, ალტისტი გიორგი ცაგარელი ვფიქრობ სწორედ ამ პორტალიდან მოხვდა ჩვენს სამყაროში. მისი ცოცხლად მოსმენის დროს, როდესაც სიმები პირველად ეხება ალტს, წამით დახუჭეთ თვალები და ნახავთ, რომ თქვენც ამ უწონადობაში, მუსიკის ზღვაში და კოსმოსში ერთდროულად ჩაიძირებით.

არტისტი გიორგი ცაგარელი Billboard Georgia-ში თავის თავზე, მუსიკაზე და შინაგან სამყაროზე გვიყვება.

საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას – მეშინია საკუთარი თავის. 

როდესაც 17 წლის ვიყავი – მაინტერესებდა მხოლოდ ფეხბურთი.

კომფორტულად ვგრძნობ თავს და მიყვარს – კონცერტის დროს, სანამ გამოვალ, ოთახში შევდივარ, ველოდები მომენტს როდესაც გამოვალ და დავუკრავ. სწორედ ამ დროს, ჩემს თავში რაღაც ტრანსფორმაციას ვგრძნობ. თითქოს ეს ოთახი პორტალია, შევდივარ, ვიცვლი, ჩემს მუსიკას ვუსმენ, რომელიც არაფერ შუაშია იმასთან რაც უნდა დავუკრა და აბსოლუტურად სხვა განწყობაზე ვდგები. 

არ მიყვარს – როდესაც კონცერტის შემდეგ მოდიან და მილოცავენ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ზედმეტია, ენერგიას მაცლის. მე არ ვგრძნობ თავს განსაკუთრებულ მდგომარეობაში დაკვრის შემდეგ, ისევ ჩემს ჩვეულ ბუნებრივ მდგომარეობაში ვბრუნდები. მაგრამ ამ ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ, ენერგიისგან ვიცლები ამ დროს და ძალა მეკარგება. ბოლოს თითქმის არასდროს არ გამოვდივარ, ან ძალიან იშვიათად. ბოლო წლებში ერთადერთი ადამიანი ვინც შეიძლება კონცერტის შემდეგ ჩემთან შემოვიდეს – გია ყანჩელის მეუღლეა და ერთი ორი ადამიანია. დაკვრის შემდეგ, ჩემს თავში ფიქრების და აზრების სწორი აღქმა მჭირდება. 

დამიჯერეთ – რომ რაც ჩემზე გაგიგონიათ, ნახევარზე მეტი კარგიც და ცუდიც – ტყუილია.

ჩემთვის რწმენა არის – საკუთარი თავის გაცნობა.

პირველად – იყო სიმღერა.

ყველაზე უცნაური რამ, რაც გამიკეთებია – იყო ის, რომ ფილმში ორჯერ ჩემს მეგობართან სექსის სცენა მქონდა. 

გავურბივარ – საკუთარ თავს.

მარადიული არის მხოლოდ – იმედი და შიში, მხოლოდ ეს ორი გრძნობა, სხვა არაფერი.

გარდაუვალია – სიკვდილი.

რომ შემეძლოს შევცვლიდი – ისევ და ისევ საკუთარ თავში რაღაც თვისებებს, რომლებიც არ მომწონს და ახლა უკვე ალბათ უკვე გვიანია.

მშვიდად ვარ როცა – ვარ გულწრფელი.

გიორგი ცაგარელი
გიორგი ცაგარელი

როცა მუსიკას ვუსმენ – ყველაზე ბედნიერი ვარ, უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე მე თავად ვუკრავ.

ვატიკანში სიქსტეს კაპელაში, როდესაც ვუკრავდი ვფიქრობდი – დამემახსოვრებინა, ყოველი წუთი და ყოველი წამი. ვაძალებდი ჩემ თავს და ვიმეორებდი: დაიმახსოვრე, დაიმახსოვრე ეს შეგრძნება, იმიტომ, რომ ის აღქმა, რაც მე მქონდა, დარწმუნებული ვარ ისეთი კარგი არ იქნება როგორც ვიდეოში. ამიტომ ვცდილობდი ყოველი წამი დამემახსოვრებინა.

როდესაც ვმოგზაურობ – საერთოდ სხვა ადამიანად ვგრძნობ თავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება სადღაც ვსწავლობდი და ხშირად მიწევდა მოგზაურობა, როცა მართლა სამოგზაუროდ მივდივარ, ძალიან ვიღლები, მაგრამ მგონია, რომ სხვა ადამიანი ვხდები.

არასოდეს გავიმეორებ –  იმდენჯერ ვთქვი, რომ არასოდეს გავიმეორებ და მერე კიდევ ვაკეთებ, რომ აღარ ვამბობ, რომ არ გავიმეორებ…

საყვარელი ფრაზა – მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს ვეუბნებით: Enjoy The Silence – Depeche Mode-ის თემაში, ძალიან მაგარი ფრაზაა. მე ვერასდროს ვერ ვარ ამ Silance-ში, მაგრამ ვცდილობ რომ ვიყო.

კომპოზიცია რომელსაც სულ მინდა რომ ვუსმინო – არის Dila-ს ვერსია, ქიშო გლუნჩაძის – სიმღერა “ჭეშმარიტება” – ეს არის სიმღერა, რომელიც არასდროს მბეზრდება. 

ნაწარმოები, რომელიც არასდროს არ მბეზრდება, რომ დავუკრა – არის გია ყანჩელის – STYX, ეს არის მუსიკა, რომელიც არასდროს არ მბეზრდება და მსმენელსაც არასდროს არ ჰბეზრდება მისი მოსმენა. რაღაცნაირი გიჟური ენერგიის მქონე ნაწარმოებია.


ცრურწმენა ჩემთვის – მუსიკოსებში ზოგადად უამრავი ცრურწმენა არსებობს… მაგალითად, ნოტი თუ დაგივარდა უნდა დააჯდე ამ ნოტს. მე პირადად ცრურწმენა არ მაქვს, მაგრამ მაქვს რაღაცნაირი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. მაგალითად, რას ვიცვამ, დიდად არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ვიცი, რომ ესე მაქვს დაცდილი. კიდევ არის მომენტები, უშუალოდ დაკვრის დროს, შეიძლება დაკვრასთან არაფერ კავშირში არ იყოს, მაგრამ ეს ხელის აქნევა, თმის გასწორება, პატარ-პატარა შაბლონებად მაქვს დაყოფილი, რომელიც თითქოს ამულეტებივით, ჟესტიკულაციით, სუნთქვით და ა.შ. შემადგენელი ნაწილია დაკვრის და პერფორმანსის. ნოტების გადაშლის რაღაცნაირი მანერა მაქვს ჩემი, რომელსაც ალბათ ვერავინ ვერ ამჩნევს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთობლიობაში კრავს ჩემ პერფორმანსს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ ბოუი, ნიუ-იორკი, 1973 წელი. მაიკლ ოქსის არქივი.

დევიდ ბოუის და ლეონარდ კოენის შესახებ გადაღებული მუსიკალური დოკუმენტური ფილმები 2023 წლის ოსკარის „მოკლე სიაში“ (Shortlist)  მოხვდა

შემდეგი სტატია

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ პროექტის ფარგლებში „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტების მცირე ტირაჟი  გამოიცა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი