Foo Fighter-ის სოლისტის დეივ გროლის ქალიშვილმა ვიოლეტმა, ჯენის იენის სიმღერის At Seventeen-ის ქავერი შეასრულა

იგი მხოლოდ თექვსმეტი წლისაა, მაგრამ მისი მონაცემებით ამას ნამდვილად ვერ იტყვით.
ვიოლეტ გროლი Hanukkah Sessions-ზე, 2022 წელი
ვიოლეტ გროლი Hanukkah Sessions-ზე, 2022 წელი

Hanukkah-ს ფესტივალის მეოთხე დღეს, Foo Fighters-ის სოლისტის დეივ გროლის ქალიშვილი ვიოლეტი მიიწვიეს, რომელმაც სცენაზე ჯენის იანის, 1975 წლის ჰიტის At Seventeen-ის ახალი ვერსია შეასრულა. 

„მე სიმართლე ჩვიდმეტი წლის ასაკში გავიგე, ეს სიყვარული სილამაზის დედოფლებს ეკუთვნით, სკოლის მოსწავლე გოგონებს გულწრფელი ღიმილით, მათ ვინც ახალგაზრდა დაქორწინდა“…  – მღეროდა ვიოლეტი, საოცარი ხმის ტემბრით, რომელიც დეივ გროლის და გრეგ კურსტინის აკომპანემენტის თანხლებით შესრულდა.

მომღერალმა ჯენის იანმა ყველა დროის კლასიკური ჰიმნი At Seventeen – ოცდასამი წლის ასაკში დაწერა. სწორედ ეს სიმღერა გახდა ვიოლეტ გროლის ინსპირაცია – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში. ვიოლეტის  შთამბეჭდავი გამოსვლა, Foo Fighters-ის დრამერის ტეილორ ჰოკინსის მემორიალურ კონცერტზე ამ წლის დასაწყისში, ლონდონში და ლოს-ანჯელესშიც შედგა, სადაც მან ლეონარდ კოენის Hallelujah და ჯეფ ბაკლის Last Goodbye შეასრულა.

Hanukkah Sessions დეივ გროლის და გრეგ კურსტინის ხელმძღვანელობით წელს უკვე მესამედ ჩატარდა, სადაც რვა ღამის განმავლობაში, ებრაელი მუსიკოსები ცნობილი სიმღერების ქავერებს მღერიან.  

Foo Fighters-ის წევრებმა პირველი „სესიის” ჩანაწერი, 2020 წლის დეკემბერში, კოვიდ პანდემიის პირველ წელს, ზამთრის სეზონზე გამოაქვეყნეს.

ნახეთ ვიოლეტის მიერ შესრულებული სიმღერა At Seventeen.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ორბელიანის მოედანზე ფესტივალი „ქარავანი” დაიწყო

შემდეგი სტატია

ბარაკ ობამა 2022 წლის საყვარელ სიმღერებს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი რეჟისორი, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ, კინო და სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეობს – ინტერვიუ ლადო კვატანიასთან

ლადო კვატანია არაერთი მუსიკალური ვიდეოს შემქმნელია. მათ შორისაა Cardi B-ის, კანიე უესტისა და Lil Durk-ის ტრეკზე - Hot Shit გადაღებული ვიდეო.
მეტი

GMI-ს მხარდაჭერით ევროპის მასშტაბით უმსხვილეს საერთაშორისო მუსიკალურ სამიტზე და Palma Songwriting Camp-ზე ქართველი არტისტი Lua წარდგება

„გვინდა, რომ ამას სისტემური ხასიათი მივცეთ და ყოველ წელს მინიმუმ ერთი ქართველი მოხვდეს Songwriting Camp-ში, რაც იქნება დიდი შანსი ქართველი არტისტებისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდნენ.” - ზურაბ ბეჟაშვილი GMI-ს დირექტორი.
მეტი
ლენი კრავიცი, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო: მაიკ კოპოლა

ლენი კრავიცი TikTok-ს შეუერთდა

2012 წელს ვირუსულად გავრცელებული ფოტოს მსგავსად, ლეგენდარული მუსიკოსი TikTok ვიდეოში დიდი კაშნეთი გამოჩნდა: „ეს შემოდგომის პირველი დღეა."
მეტი

ნინო ქათამაძე ამერიკაში ტურნეს მართავს

„ნინოს ემოციური ხმა ატყვევებს აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ის ტურნეა, რომელიც მუსიკის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ,” - წერს ამერიკულ ონლაინ პლატფორმა.
მეტი