Finneas ბილი აილიშს იცავს: „ის 21 წლის ზრდასრული ადამიანია”

გრემის მფლობელმა მუსიკოსმა დაამატა, რომ თავისი დისთვის მხოლოდ ბედნიერება და უსაფრთხოება უნდა.
Finneas და ბილი აილიში
Jeff Kravitz/FilmMagic

Finneas არავის აძლევს უფლებას, თავისი დის ურთიერთობაზე ცუდად ისაუბრონ. TikTok-ის ვიდეოს კომენტარებში მუსიკოსი ბილი აილიშს შემოტევისგან იცავს, The Neighborhood-ის სოლისტ ჯეს რაზერფორდთან მისი ურთიერთობის გამო.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა Finneas-ის ვიდეოზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „შენი და 31 წლის კაცს ხვდება და შენი მუსიკაც ნაგავია.” მან კი უპასუხა: „მე მინდა, რომ ჩემი და ბედნიერად და უსაფრთხოდ იყოს. იგი 21 წლის ზრდასრული ადამიანია, რომელსაც იდეალურად შეუძლია, გადაწყვეტილებები თავად მიიღოს.”

Finneas-მა ბილი აილიშის რომანზე ნოემბერშიც ისაუბრა და თქვა: „სანამ იგი ბედნიერია, მეც ბედნიერი ვარ.”

Რაც შეეხება ბილი აილიშს, მან ჯეს რაზერფორდთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ერთი თვის წინ გაამხილა: „ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ცხოვრებაში იმ წერტილამდე მივედი, როცა ადამიანმა, რომელსაც ყველაზე კარგ ტიპად მივიჩნევდი, არა მხოლოდ მაღიარა, არამედ იგი ჩემით მოიხიბლა კიდეც. მეხუმრებით? მგონი, აპლოდისმენტებს ვიმსახურებ… მადლობა, ჯეს რაზერფორდ, ყველაფრისთვის.”

ნახეთ Finneas-ის ვიდეო

@gaybutboring #stitch with @finneas ♬ original sound – juliana
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არიანა გრანდემ მანჩესტერის საბავშვო საავადმყოფოების პაციენტებს საშობაო საჩუქრები გაუგზავნა

შემდეგი სტატია

შეხვდით ძველით ახალ წელს „რესპუბლიკაში” ჯგუფ Imagination-თან ერთად

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი