სლოვაკი პოპმომღერალი Adéla 2027 წელს თავისი ცნობილი სიმღერის – Nicole Kidman-ის მსოფლიო მასშტაბით წარდგენას გეგმავს. ჰიტად ქცეული სადებიუტო ალბომის, Prima-ს მხარდასაჭერ ტურნეს ის 11 იანვარს პრაღაში, Forum Karlin-ში დაიწყებს. ამის შემდეგ კონცერტები გაგრძელდება დუბლინში, მანჩესტერში, გლაზგოში, ლონდონში, პარიზში, კელნში, ბრიუსელში, უტრეხტში, კოპენჰაგენში, სტოკჰოლმში, ოსლოში, ბერლინსა და ვარშავაში.
ამის შემდეგ ტურნე იანვარში ავსტრალიაში გადაინაცვლებს, მარტში კი სამხრეთ ამერიკაში. კონცერტები ჩილეში, კოლუმბიასა და ბრაზილიაში გაიმართება. 10 აპრილს Adéla აშშ-ს ეწვევა და კალიფორნიაში, Coachella-ს ფესტივალზე გამოვა, რასაც მოჰყვება კონცერტები ჩიკაგოში, ბრუკლინში, ვაშინგტონსა და ტორონტოში. ამ შოუების შემდეგ Adéla კვლავ ევროპაში დაბრუნდება და მსმენელის წინაშე Glastonbury-ს ფესტივალზე წარდგება. არტისტი ტურნეს ფარგლებში კონცერტს თავის მშობლიურ ქვეყანაშიც გამართავს .
ბილეთების წინასწარი გაყიდვა 1-ელ დეკემბერს დაიწყება. მსმენელებს რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ. 2 დეკემბერს კი Ticketmaster-ზე ბილეთების საჯარო გაყიდვა დაიწყება.
იხილეთ Adéla-ს 2027 წლის მსოფლიო ტურნეს თარიღები:
- 11 იანვარი: პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა, Forum Karlín
- 13 იანვარი: დუბლინი, ირლანდია, 3Olympia Theatre
- 14 იანვარი: დუბლინი, ირლანდია, 3Olympia Theatre
- 16 იანვარი: მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო, O2 Victoria Warehouse
- 17 იანვარი: გლაზგო, გაერთიანებული სამეფო, O2 Academy Glasgow
- 19 იანვარი: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, O2 Academy Brixton