The Rolling Stones-ის 1973 წელი ჯგუფის კლასიკური პერიოდის ნაწილი იყო თუ დასასრულის დასაწყისი?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის Vintage Pop Stardom-ის ამ ეპიზოდში განხილულია წელი, როდესაც მსოფლიოში უდიდესი როკ-ენ-როლის ჯგუფი კვლავ მთელი ძალით იყო მოქმედებაში, თუმცა შესაძლოა მისი კარიერის ახალ ეტაპზეც გადადიოდა.
The Rolling Stones 1973 წელს ლონდონში
GETTY IMAGES

1973 წელს The Rolling Stones როკ-ენ-როლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომების სერიის შემდეგ ახალ ეტაპზე გადადიოდა. ოთხი ალბომისგან შემდგარმა ამ პერიოდმა მათ მსოფლიოში უდიდესი როკ-ენ-როლის ჯგუფის სტატუსი განუმტკიცა, რაც 1972 წლის ალბომით Exile on Main Street და მის მხარდასაჭერად გამართული ლეგენდარულად ჰედონისტური ტურნეთი დაგვირგვინდა. თუმცა ამ საკულტო ეტაპის შემდეგ დასვენებისა და მიღწეული წარმატებით ტკბობის ნაცვლად, ჯგუფი იამაიკაში გაემგზავრა, რათა 70-იანების რიგით მესამე ალბომი ჩაეწერა – 1973 წელს გამოცემული Goats Head Soup, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა, ხოლო ალბომის სინგლმა Angie ჯგუფს Billboard Hot 100-ის პირველი ადგილი მოუტანა. მიუხედავად ამისა, ალბომს კრიტიკოსებისა და მსმენელისგან მხოლოდ ზომიერი გამოხმაურება ხვდა წილად. დღეს კი ბევრი ფანი მას ჯგუფის დიდების ხანის დასასრულის დასაწყისად მიიჩნევს.

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის Vintage Pop Stardom-ის ამ ეპიზოდში წამყვანი ენდრიუ ანტერბერგერი „ბილბორდის” აღმოსავლეთ სანაპიროს აღმასრულებელ ციფრულ დირექტორ ჯო ლინჩს მასპინძლობს. ლინჩმა ივლისში The Rolling Stones-ის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა. ისინი ერთად განიხილავენ ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთ საინტერესო წელს – პერიოდს, როდესაც The Rolling Stones კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფი იყო, თუმცა როგორც როკმუსიკის მედროშეს, თითქოს ერთგვარი „შვებულების პერიოდი“ ეწყებოდა.

გზადაგზა ეპიზოდში იპოვით პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე 1973 წლის Rolling Stones-ის შესახებ: ნამდვილად იყო თუ არა, ჯგუფის წინა ალბომებთან შედარებით, Goats Head Soup ასეთი დიდი ნაბიჯი უკან, თუ მას ისტორიულად სათანადოდ ვერ აფასებენ? გასაკვირია თუ არა, რომ ამ ალბომისგან უფრო მეტი რეგეის ჟღერადობის მუსიკა არ მივიღეთ? რა იმალებოდა ალბომის სათაურსა და გარეკანს მიღმა? ხომ არ არის Angie ჩვენთვის ცოტა ზედმეტად მეინსტრიმული? რამდენად დააკლდა ჯგუფს მიკ ტეილორი (და/ან ჯიმი მილერი) მათი წასვლის შემდეგ? მართლა ვერ შეძლო ტრუმან კაპოტემ რაიმე საინტერესო ისტორიის პოვნა, როდესაც ჯგუფს მის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ტურნეზე მიჰყვებოდა? და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ განვიხილავთ ამ პოდკასტში სწორედ 1973 წლის The Rolling Stones-ს და რატომ – ახლა?

მოუსმინეთ ეპიზოდს. ასევე გაეცანით „იუთუბის” პლეილისტს, რომელშიც თავმოყრილია The Rolling Stones-ის 1973 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, რომელთაგანაც ყველა განხილულია პოდკასტში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Nodariko Khutsishvili - თბილისის ქუჩებს (Original Version) ft Luka Kitiashvili and Nikala

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – „თბილისის ქუჩებს“

შემდეგი სტატია

Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი. ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez.

Cardi B-ის გლობალური ჯილდო Billboard Canada Women In Music 2026 – „თავს ნამდვილად წლის ქალად ვგრძნობ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლანა დელ რეის თქმით, ახალი ალბომები დასრულებას უახლოვდება: „შედეგით კმაყოფილი ვარ“

მომღერალმა ფანებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა Stove-ისა და მისი თანმხლები ალბომის, Spyda-ს შესახებ და, როგორც ჩანს, იდუმალი ტექსტებით რაღაც ახალზეც მიანიშნა.
მეტი
Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი. ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez.

Cardi B-ის გლობალური ჯილდო Billboard Canada Women In Music 2026 – „თავს ნამდვილად წლის ქალად ვგრძნობ“

Billboard-ის ახალ ინტერვიუში რეკორდსმენი ვარსკვლავი დედობასა და კარიერას შორის ბალანსის შენარჩუნებაზე, საკუთარ თავში ეჭვების დაძლევასა და Little Miss Drama-ს ტურნეს ფარგლებში ისტორიულ წარმატებაზე საუბრობს. Cardi B-იმ ტორონტოში 24 ნოემბერს Global Woman of the Year-ის ჯილდო მიიღო.
მეტი
Nodariko Khutsishvili - თბილისის ქუჩებს (Original Version) ft Luka Kitiashvili and Nikala

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – „თბილისის ქუჩებს“

სიმღერაზე ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალამ იმუშავეს. კომპოზიციის ტექსტის თანაავტორია საბა ზაქალაშვილი.
მეტი

სლოვაკი პოპმომღერალი Adéla 2027 წლის მსოფლიო ტურნეს აანონსებს

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ქცეული ჰიტის – Nicole Kidman-ის შემსრულებელი მომღერალი 2027 წლის იანვრიდან ევროპას, ავსტრალიას, სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ს ეწვევა.
მეტი

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მეტი

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მეტი

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

The Hunger Games: Sunrise on the Reaping (The Album), რომელშიც ნოა კაჰანის, ელა ლენგლისა და სხვა შემსრულებლების მუსიკაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ჩარტის სათავეში მოექცა.
მეტი