8 იანვარს MONO HALL-ში ნინი ნუცუბიძის, გიორგი გიგაშვილის და Janngo-ს კონცერტი გაიმართება

კონცერტს DEENA გახსნის.

8 იანვარს MONO HALL-ში თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული არტისტების –  ნინი ნუცუბიძის, გიორგი გიგაშვილის და Janngo-ს კონცერტი გაიმართება. სამი ახალგზრდა ხელოვანის მუსიკალურ თანამშრომლობას ქართველი მსმენელი უკვე კარგად იცნობს. მათი შემოქმედება  საავტორო ნამუშევრებთან ერთად ცნობილი კომპოზიციების ახლებურ, ექსპერიმენტული ჟღერადობის ქავერებს აერთიანებს.

გიორგი გიგაშვილი, იგივე GIGASH ჟენევის კონსერვატორიაში სწავლობს. ის კლასიკური მუსიკის პიანისტია და ამავდროულად ნინისთან და Janngo-სთან ერთად პოპ/ელექტრონულ მუსიკას ქმნის. Janngo (მარიამ ჯანჯღავა) ბოსტონში, ბერკლის სამუსიკო კოლეჯში ჯაზ კომპოზიციის ფაკულტეტის სტუდენტია. ნინი ნუცუბიძე კი ბერლინში, კატალისტის კრეატიული ხელოვნების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სწავლობს.

მუსიკოსებთან ერთად სცენაზე ნიკალას, მარიამ კუბანსკის და დათა მინჯიშვილს იხილავთ. 

8 იანვარს MONO HALL-ში დაანონსებულ კონცერტს, ახალი თაობის  ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი – DEENA გახსნის. 2022 წლის ნოემბერში, DEENA-მ მსმენელს სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით LOW LOVE წარუდგინა. 

კონცერტის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე:

Nini Nutsubidze – GIGASH – Janngo – Tracks That Should’ve Been Written By Us

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შეხვდით ძველით ახალ წელს „რესპუბლიკაში” ჯგუფ Imagination-თან ერთად

შემდეგი სტატია

ვივიენ ვესტვუდის ყველაზე დასამახსოვრებელი კოსტიუმები, რომლებიც მუსიკოსებმა სხვადასხვა დროს მოირგეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი