თამადას კიდევ ერთი სიმღერის რემიქსი – ამჯერად თურქი პროდიუსერისგან

„რემიქსები კარგი საშუალებაა, რომ დიდმა სახელებმა გაგიცნონ. ტაილანდში რომ ვუკრავდი, მაგალითად, ადამიანები მცნობდნენ, ვინ ვიყავი.”
თამადა

თამადა სიმღერის „პირამდე” ახალ, გარემიქსებულ ვერსიას აზიარებს. რემიქსის ავტორია თურქი პროდიუსერი Wapi.

თამადა:

„ლეიბლმა, რომლის ქვეშაც გამოვიდა ჩემი ბოლო ალბომი და რომელთანაც ვთანამშრომლობ, ჩემი სიმღერები სხვადასხვა პროდიუსერს გაუგზავნა, რომელთა საუნდებიც მოგვწონდა. შევთავაზეთ, რომ ამ კომპოზიციების რემიქსები გაეკეთებინათ. ზოგმა თავადაც გამოთქვა ამის სურვილი. ერთ-ერთი იყო სწორედ Wapi, რომელიც ახალი პროდიუსერია, მაგრამ უკვე ყველას ყურადღება მიიქცია თავისი საუნდით. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო რემიქსი გააკეთა და სულ სხვა მხრიდან დაგვანახა „პირამდე”. ყველაზე მეტად მომეწონა ის რაღაც წესების დარღვევა. მაგალითად, თვლაში რომ იცი, რომ ახლა ეს უნდა მოვიდეს და ეგ არ მოდის. აი, ეს მოულოდნელობები მომეწონა. Მის შექმნაში Მე მონაწილეობა არ მიმიღია. არის ჩემი ვოკალი და სიმღერის თემა. ყველაფერი დანარჩენი მისი ხედვაა. რემიქსის არსიც ეგაა, რომ სხვები სხვა სიცოცხლეს აძლევენ იმას, რაც შენ გააკეთე. ვფიქრობ, ძალიან მისაღები და სასიამოვნო მოსასმენი გამოვიდა. თანაც, როცა ეს რემიქსი შენს სიმღერაზეა, სულ სხვა გრძნობითა და აღტაცებით უსმენ.”

მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა პროდიუსერთან თანამშრომლობით უკვე გამოსულია თამადას სხვა სიმღერების რემიქსებიც, რომლებზეც არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა იმუშავა. მათ შორისაა El Búho, რომელმაც კომპოზიცია „მოდის” გაარემიქსა.

„რემიქსები კარგი საშუალებაა, რომ დიდმა სახელებმა გაგიცნონ. El Búho ერთ-ერთი მოწინავე პროდიუსერია მექსიკაში და საერთოდ ლათინურ ამერიკაში. ასეთ ადამიანებს უკვე დიდი პუბლიკა ჰყავთ და ეს აუდიტორია როცა ამ რემიქსს ნახულობს, მერე ინტერესდება და გამოდის ორიგინალზე. ტაილანდში რომ ვუკრავდი, მაგალითად, ადამიანები მცნობდნენ, ვინ ვიყავი. ახლა კიდევ ერთი რემიქსი გამოდის პორტუგალიელი პროდიუსერისგან. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდიუსერია ელექტრონულ მუსიკაში – Trikk. არაჩვეულებრივი რემიქსი გააკეთა სიმღერაზე „შარა”. ჯერ არ გამოსულა, თუმცა უკვე ისეთი სახელები უკრავენ, როგორებიც არიან Dixon, Black Coffee და სხვები. და უკრავენ ძალიან დიდ სცენებზე.“

თავად თამადა ამ ეტაპზე ახალ პროექტებზე მუშაობს. მუსიკოსი უახლოეს მომავალში EP-სა და ალბომის გამოშვებას გეგმავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფეხმძიმე ჯესი ჯეი პირველი ტრიმესტრის სირთულეებს აზიარებს: „ვერც კი აგიხსნით, თავს იმდენად ცუდად ვგრძნობ”

შემდეგი სტატია

ოსტინ ბატლერი საუკეთესო მსახიობის ჯილდო ფილმისთვის Elvis. „ოქროს გლობუსის“ მეოთხმოცე ყოველწლიური დაჯილდოება. ბევერლი ჰილტონ სასტუმრო. 2023 წლის 10 იანვარი. ფოტო: რიჩ პოლკი.

2023 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი