Სელენა გომესმა 2023 წლის ოქროს გლობუსზე უმცროსი და წაიყვანა

9 წლის გრეისი ყვითელ კაბაში ბრწყინავდა.
სელენა გომესი და მისი უმცროსი და გრეისი
Matt Winkelmeyer/FilmMagic

სელენა გომესი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე 9 წლის დასთან ერთად გამოჩნდა. მომღერალი წითელ ხალიჩაზე ვალენტინოს კაბით წარდგა. გომესი უმცროს დას ეხუტებოდა, რომელსაც ყვითელი ბრჭყვიალა კაბა ეცვა.

ოქროს გლობუსის გარდა, ბოლო დროს დები ერთად რამდენჯერმე გამოჩნდნენ.  ცოტა ხნის წინ გომესმა ფოტოები გამოაქვეყნა ნიკოლა პელც-ბექჰემის დაბადების დღიდან, რომელსაც პატარა გრეისიც ესწრებოდა. მანამდე კი მომღერალმა ასევე უმცროს დასთან ერთად გადაღებული ფოტოები გააზიარა, სადაც დები ერთნაირი ჩაცმულობით ერთობიან.

წელს Სელენა გომესი პირველად იყო წარდგენილი ოქროს გლობუსზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი სატელევიზიო სერიალებში, მიუზიკლებსა და კომედიებში. ნომინაცია მას კომედიურ სერიალში Only Murders in the Building განსახიერებულმა როლმა მოუტანა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გომესმა თავისი ძველი ინტერვიუ გააზიარა, სადაც ამბობდა, რომ თავის თავს ოქროს გლობუსისა და ოსკარის გამარჯვებულად უფრო ხედავდა, ვიდრე გრემის მფლობელად.

თუმცა ამჯერად გომესმა ოქროს გლობუსი ვერ მოიგო. ჯილდო კუინტა ბრანსონს გადაეცა სატელევიზიო სერიალისთვის Abbott Elementary.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი, ლისა მარი პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ნიკ კარტერი ძმის, აარონ კარტერის ხსოვნას სიმღერას უძღვნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი