პამელა ანდერსონის თქმით, ტომი ლისთან ურთიერთობის მადლობელია

„მასთან ურთიერობის პერიოდი, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ის ერთადერთი მონაკვეთია, როდესაც ნამდვილად შეყვარებული ვიყავი.“ – წერს ანდერსონი თავის მემუარებში.

31 იანვარს Netflix-ზე პამელა ანდერსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით  Pamela, A Love Story გამოვა. ამავე დღეს ანდერსონის  მემუარები –  Love, Pamela გამოიცემა. დოკუმენტურ ფილმში, ისევე, როგორც ავტობიოგრაფიულ წიგნში, მსახიობი გულახდილად საუბრობს და თავის პირად ისტორიას ჰყვება. ახლახან, პამელა ანდერსონმა მემუარებიდან ნაწყვეტი გააზიარა, რომელშიც როკ ვარსკვლავ ტომი ლისთან ურთიერთობაზე საუბრობს. 

„მასთან ურთიერთობის პერიოდი, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ის  ერთადერთი მონაკვეთია, როდესაც ნამდვილად შეყვარებული ვიყავი.“ – წერია ჟურნალ People-ში გამოქვეყნებულ ნაწყვეტში.

პამელა ანდერსონი და ტომი ლი 1995 წელს დაქორწინდნენ. როგორც ანდერსონმა აღნიშნა, ერთად ყოფნის პერიოდში ისინი „ყოველგვარი წესების გარეშე ერთობოდნენ“.

მას შემდეგ, რაც მათი ინტიმური ხასიათის ჩანაწერი მოიპარეს და გაავრცელეს, წყვილის ურთიერთობა დაიძაბა და საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა. 

ამან ჩვენი ურთიერთობა დაანგრია. ადამიანებს დღემდე სჯერათ, რომ მსგავსი შემთხვევისაგან სარგებელი შეუძლიათ ნახონ, ეს მიუტევებელია.“ – წერს პამელა ანდერსონი.

წყვილს ორი საერთო ვაჟი ჰყავს – 26 წლის ბრენდონი და 25 წლის დილანი. როგორც მსახიობი იხსენებს, 1998 წელს, როცა შვიდი თვის დილანი ხელში ეჭირა, ტომი ლიმ მასზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც ბავშვებიც დაზიანდნენ. შემთხვევის შესახებ ანდერსონმა პოლიციას დაუყოვნებლივ აცნობა. ტომი ლი ექვსი თვით დააპატიმრეს, პამელამ კი განქორწინების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

განქორწინება ჩემი ცხოვრების ურთულესი მომენტი იყო. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს შეეძლო ის ჩაედინა, რაც იმ ღამით მოხდა. ორივე განადგურებული ვიყავით, მაგრამ მე შვილები უნდა დამეცვა“ – წერს პამელა ანდერსონი თავის მემუარებში. – „მიუხედავად ამისა, ტომი ჩემი შვილების მამაა და მისი ყოველთვის მადლობელი ვიქნები.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სემ სმითის თქმით, რიანას და მადონას დანახვისას ნამდვილი ფანივით ღელავს

შემდეგი სტატია

Green Day - ფოტო: ჯონათან ვაინერი

Green Day და  Foo Fighters – Harley-Davidson Homecoming ფესტივალზე მთავარი გამომსვლელები იქნებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი