Green Day და  Foo Fighters – Harley-Davidson Homecoming ფესტივალზე მთავარი გამომსვლელები იქნებიან

ფესტივალში მონაწილეობენ – კოდი ჯინკსი, Social Distortion, Joan Jett & the Blackhearts და სხვა ცნობილი არტისტები.
Green Day - ფოტო: ჯონათან ვაინერი
Green Day – ფოტო: ჯონათან ვაინერი

Harley-Davidson Homecoming ფესტივალი  ზაფხულში, ქალაქ მილუოკში ჩატარდება, სადაც მთავარ გამომსვლელებად Green Day და Foo Fighters დასახელდნენ.

ფესტივალი ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს შტატ უისკონსინში ჩატარდება, სადაც ას ოცი წლის წინ მოტოციკლეტების ცნობილი ბრენდი Harley-Davidson დაარსდა.  ამ იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში 13 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივლისს მთავარი გამომსვლელი, ამერიკული პანკ-როკ ჯგუფი –  Green Day იქნება, 15 ივლისს კი,  ამერიკული როკ-ჯგუფ  Foo Fighters-ის კონცერტი  არის დაგეგმილი.

ფესტივალის ზუსტი განრიგი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა გამომსვლელი არტისტების ნაწილი უკვე  ცნობილია:  კოდი ჯინკსი, Social Distortion, Joan Jett & the Blackhearts, Phantogram, White Reaper და KennyHoopla. ღონისძიება მილოუკის ვეტერანთა პარკში 16 ივლისს დასრულდება. ბილეთების შეძენა კი Harley-Davidson-ის ვებსაიტიდან არის შესაძლებელი.

ორივე ბენდმა – Green Day-მ და Foo Fighters-მა  ოფიციალურ სოციალურ ქსელში ღონისძიების შესახებ ფესტივალის მთავარი პოსტერი უკვე გამოაქვეყნეს. Green Day-მ ინსტაგრამზე დაწერა: „14 ივლისს მილოუკში, @harleydavidson-ის ას ოცი წლის იუბილეს აღვნიშნავთ”.

ნახეთ Green Day-ისა და Foo Fighters-ის განცხადებები Harley-Davidson Homecoming – ფესტივალის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პამელა ანდერსონის თქმით, ტომი ლისთან ურთიერთობის მადლობელია

შემდეგი სტატია

დუა ლიპა ვერსაჩეს ჩვენებაზე - მილანის მოდის კვირეული. 2021 წლის 24 სექტემბერი

დუა ლიპამ ოცდაოთხი საათი მადრიდში გაატარა და რეჟისორ პედრო ალმოდოვარსაც შეხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მე-11 „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ წარმოგიდგენთ

28 ოქტომბრიდან 7 დეკემბრამდე „საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მე-11 „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდება.
მეტი

Slash-ის თქმით, 17 წლის შემდეგ Guns N’ Roses-ის ალბომი გამოვა

საინტერესოა, რომ ლეგენდარული ბენდის ბოლო ორ ალბომს შორისაც იგივე დრო იყო გასული, ასე რომ, შესაძლოა, ახალი ალბომი დროულად გამოვიდეს.
მეტი
შოთა ადამაშვილი © IndigoArt

ქართველი ქანთრის მომღერალი შოთა ადამაშვილი Texas Sounds International Country Music Awards ფესტივალზე წარდგება

„სულ სხვა განცდაა ამ მიწაზე ყოფნა, ამერიკული ქანთრის დაკვრა და შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება ავისრულე.”
მეტი
ჯასტინ ბიბერი - Speed Demon Courtesy Photo

ჯასტინ ბიბერმა Speed Demon-ის ვიდეო გააზიარა, რითაც 2026 წლის Coachella-ზე ჰედლაინერ სეტი დააანონსა

შავ-თეთრი ვიდეოკლიპი Empire Polo Club-ში, კალიფორნიაში გადაიღეს, სადაც ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება
მეტი

წინანდლის ფესტივალი 14 სექტემბერს დაიხურება – გაეცანით ფინალური საფესტივალო დღის პროგრამას

ფინალურ საფესტივალო დღეს წინანდლის ისტორიულ მამულში, ამფითეატრის სცენაზე კონცერტებით წარდგებიან იერუსალიმის კვარტეტი, პაბლო ფერანდესი, დანიელ ბლენდალფი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი.
მეტი