სემ სმითის თქმით, რიანას და მადონას დანახვისას ნამდვილი ფანივით ღელავს

დაანონსებული სტუდიური ალბომის გამოცემის წინ, სემ სმითი The Tonight Show-ს ესტუმრა.

სემ სმითი თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავია. არტისტს ოთხი „გრემი“, BRIT-ის სამი ჯილდო, „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“ აქვს  მოპოვებული. სმითი  ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ფილმის მუსიკალური თემის ავტორიც არის. ამ  თვის ბოლოს კი, მისი მეოთხე სტუდიური ალბომი გამოვა. 

მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, სემ სმითისათვის რიანასა და მადონას დანახვა ძალიან ამაღელვებელია. 

„თუ რიანას, ან მადონას ვხედავ, ძირს ვეცემი“ – გაამხილა სემ სმითმა ჯიმი ფელონთან ინტერვიუს დროს. 

მომღერალმა საყვარელ ვარსკვლავებზე საუბრისას ლედი გაგაც ახსენა. სმითმა გაიხსენა, რომ წარსულში სკოლა გააცდინა, რათა გაგას Monster Ball Tour-სთვის ეყურებინა. 

2022 წლის დეკემბერში სემ სმითი თეთრ სახლში მუსიკალური ნომრის შესასრულებლად მიიწვიეს. საუბარია ოფიციალურ ცერემონიაზე, როცა ჯო ბაიდენმა „ქორწინების პატივისცემის აქტს“ ხელი მოაწერა. აღნიშნული კანონით, შეერთებული შტატების ხელისუფლებას ერთი სქესისა და განსხვავებული რასის წარმომადგენელთა ქორწინების დაცვა ქვეყნის მასშტაბით ევალება.

ხელმოწერის ცერემონიაზე სმითმა კომპოზიცია, სახელწოდებით Stay With Me შეასრულა. როგორც ვარსკვლავმა აღნიშნა, თეთრ სახლში მყოფმა ოფიციალურმა პირებმა დიდი კეთილგანწყობა გამოავლინეს. „მე და ჩემს გუნდს ყველა ძალიან თბილად და კეთილად გვეპყრობოდა“ – აღნიშნა სმითმა ინტერვიუს დროს.

მომღერალმა ასევე გაამხილა, რომ როგორც ბრიტანელს, თეთრ სახლში ოფიციალურ წარდგენაზე არასდროს უოცნებია. „ძალიან კარგი დღე იყო. ჩვენი თემის წარმომადგენელთა დასაცავად, ეს სწორად გადადგმული დიდი ნაბიჯია. “ – თქვა მომღერალმა.

Tonight Show-ში ვარსკვლავმა დაანონსებულ დისკზე ისაუბრა. სემ სმითის სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Gloria, 27 იანვარს გამოვა. მომღერალმა ალბომის სახელსა და ამავე სახელწოდების სიმღერაზე საუბრისას განმარტა, რომ მათი შინაარსი შინაგან ძალას უკავშირდება. „ეს არის ძალა, რომელიც მეუბნება „არ გაჩერდე, შენ ამას შეძლებ, ასე გააგრძელე“. ეს თითქოს მებრძოლი სულია, რომელიც ჩემში ცოცხლობს“ – აღნიშნა სმითმა.

ალბომიდან რამდენიმე სიმღერა უკვე გამოქვეყნდა, მათ შორის არის კომპოზიციები Unholy და Gimme. ცნობილია, რომ მალე ახალი მუსიკალური ვიდეოც გამოვა. 

Gloria-ს გამოცემის შემდეგ, აპრილში მომღერალი ალბომის მხარდასაჭერ საკონცერტო ტურნეს იწყებს. 
ნახეთ Tonight Show-ში სემ სმითის სტუმრობის ამსახველი ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი ახალშობილი გოგონას სახელსა და მის პირველ ფოტოს აზიარებენ: „ნეტარებაში ვართ”

შემდეგი სტატია

პამელა ანდერსონის თქმით, ტომი ლისთან ურთიერთობის მადლობელია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი