პამელა ანდერსონის თქმით, ტომი ლისთან ურთიერთობის მადლობელია

„მასთან ურთიერობის პერიოდი, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ის ერთადერთი მონაკვეთია, როდესაც ნამდვილად შეყვარებული ვიყავი.“ – წერს ანდერსონი თავის მემუარებში.

31 იანვარს Netflix-ზე პამელა ანდერსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით  Pamela, A Love Story გამოვა. ამავე დღეს ანდერსონის  მემუარები –  Love, Pamela გამოიცემა. დოკუმენტურ ფილმში, ისევე, როგორც ავტობიოგრაფიულ წიგნში, მსახიობი გულახდილად საუბრობს და თავის პირად ისტორიას ჰყვება. ახლახან, პამელა ანდერსონმა მემუარებიდან ნაწყვეტი გააზიარა, რომელშიც როკ ვარსკვლავ ტომი ლისთან ურთიერთობაზე საუბრობს. 

„მასთან ურთიერთობის პერიოდი, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ის  ერთადერთი მონაკვეთია, როდესაც ნამდვილად შეყვარებული ვიყავი.“ – წერია ჟურნალ People-ში გამოქვეყნებულ ნაწყვეტში.

პამელა ანდერსონი და ტომი ლი 1995 წელს დაქორწინდნენ. როგორც ანდერსონმა აღნიშნა, ერთად ყოფნის პერიოდში ისინი „ყოველგვარი წესების გარეშე ერთობოდნენ“.

მას შემდეგ, რაც მათი ინტიმური ხასიათის ჩანაწერი მოიპარეს და გაავრცელეს, წყვილის ურთიერთობა დაიძაბა და საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა. 

„ამან ჩვენი ურთიერთობა დაანგრია. ადამიანებს დღემდე სჯერათ, რომ მსგავსი შემთხვევისაგან სარგებელი შეუძლიათ ნახონ, ეს მიუტევებელია.“ – წერს პამელა ანდერსონი.

წყვილს ორი საერთო ვაჟი ჰყავს – 26 წლის ბრენდონი და 25 წლის დილანი. როგორც მსახიობი იხსენებს, 1998 წელს, როცა შვიდი თვის დილანი ხელში ეჭირა, ტომი ლიმ მასზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც ბავშვებიც დაზიანდნენ. შემთხვევის შესახებ ანდერსონმა პოლიციას დაუყოვნებლივ აცნობა. ტომი ლი ექვსი თვით დააპატიმრეს, პამელამ კი განქორწინების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

„განქორწინება ჩემი ცხოვრების ურთულესი მომენტი იყო. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს შეეძლო ის ჩაედინა, რაც იმ ღამით მოხდა. ორივე განადგურებული ვიყავით, მაგრამ მე შვილები უნდა დამეცვა“ – წერს პამელა ანდერსონი თავის მემუარებში. – „მიუხედავად ამისა, ტომი ჩემი შვილების მამაა და მისი ყოველთვის მადლობელი ვიქნები.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სემ სმითის თქმით, რიანას და მადონას დანახვისას ნამდვილი ფანივით ღელავს

შემდეგი სტატია

Green Day - ფოტო: ჯონათან ვაინერი

Green Day და  Foo Fighters – Harley-Davidson Homecoming ფესტივალზე მთავარი გამომსვლელები იქნებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი