კვებით აშლილობაზე ღიად საუბრის გამო, ლედი გაგა ტეილორ სვიფტს მამაცს უწოდებს

სვიფტმა ამ თემაზე საუბარი 2020 წლის დოკუმენტურ ფილმში „მის ამერიკა” დაიწყო.
ლედი გაგა გრემის 64-ე დაჯილდოებაზე
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

მას შემდეგ რაც TikTok-ზე სვიფტის ერთ-ერთმა ფანმა მისი ვიდეო ატვირთა დოკუმენტური ფილმიდან „მის ამერიკა”, ლედი გაგამ მასზე კომენტარი დატოვა. იგი აქებს სვიფტს ისეთ რთულ თემაზე საუბრისთვის, როგორიცაა კვებითი აშლილობა.

ვიდეოში სვიფტი იხსენებს, თუ როგორ ჭამდა ძალიან ცოტას და ვარჯიშობდა ძალიან ბევრს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა სხეულის ის წონა, რასაც იგი ახლა არაჯანსაღს უწოდებს. 

„ბევრად ბედნიერი ვარ იმით, ვინც ახლა ვარ. აღარ ვღელავ, თუ ვინმე მიმითითებს, რომ წონაში მოვიმატე. ჩემს ცხოვრებას უკეთესს ხდის ის ფაქტი, რომ 00-ის ნაცვლად ახლა 6 ზომა ვარ. ჩემი სხეული არ უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც ადრე იყო. უბრალოდ იმ დროს ამას ვერ ვხვდებოდი. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ არ ვჭამდი. ყოველთვის ეჯახები სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს. ეს შეუძლებელია.”

იმ ათასობით ადამიანს შორის, ვინც ვიდეოს კომენტარებში სვიფტს მხარს უჭერს, ერთ-ერთი, არც მეტი, არც ნაკლები, ლედი გაგაა. „ძალიან დიდი სიმამაცეა ეს ყველაფერი, რაც შენ თქვი,” – წერს მომღერალი. 

ეს თემა ორივე მუსიკოსისთვის ნაცნობია. 2012 წელს ლედი გაგამ ისაუბრა, რომ 15 წლიდან ანორექსიასა და ბულიმიას ებრძოდა.

ნახეთ ტეილორ სვიფტის ვიდეო TikTok-ზე და ლედი გაგას კომენტარი

@angclswift this scene always breaks my heart.💔 | #taylorswift #swifttok ♬ suono originale – angclswift
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სინდი ლოპერი ამბობს, რომ „გოგონებს გართობა უნდათ” სინამდვილეში ნიშნავდა: „გოგონებს სექსი უნდათ”, ამიტომ მან სიმღერას ახალი სიცოცხლე შესძინა

შემდეგი სტატია

Axl Rose ლიზა მარი პრესლის ხსოვნას ემოციურ სიტყვასა და November Rain-ს უძღვნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

დაჩი ბაბუნაშვილი – მუსიკაზე, თავისუფლებასა და საკუთარი ხმის ძიებაზე

ახალგაზრდა ქართველი არტისტი ჟანრობრივ თავისუფლებაზე, ბავშვობის ნოსტალგიასა და მუსიკის მთავარ დანიშნულებაზე Billboard საქართველოსთან საუბრობს.
მეტი

„ჰარაკში“ ლეიბლ OneOneWorld-ის და ჰიპ-ჰოპ გაერთიანება „კვალის“ ერთობლივი მუსიკალური საღამო გაიმართება

OneOneWorld საბანას მიერ დაფუძნებული ლეიბლია, რომელიც ქართულ მუსიკალურ სივრცეში 2025 წლის ბოლოს გამოჩნდა.
მეტი

ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აღიარებს, რომ A$AP Rocky-სთან რეპ-ბეთლს წააგებს, თუმცა ამბობს, რომ რეპერთან თანამშრომლობა სურს

A$AP Rocky-მ არაერთხელ განაცხადა, რომ ნიუ-იორკის მერობა სურს და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას სერიოზულად გეგმავს.
მეტი