ტეილორ სვიფტმა სიმღერაზე Lavender Haze გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

Lavender Haze მესამე კლიპია, რომელიც მომღერალმა მუსიკალური ალბომის, Midnights-ის გამოცემის შემდეგ გადაიღო.

ტეილორ სვიფტმა ახალი კლიპი გამოუშვა. მუსიკალური ვიდეო კომპოზიციაზე, სახელწოდებით Lavender Haze არის გადაღებული. Lavender Haze არტისტის ახალი ალბომის, Midnights-ის გამხსნელი ტრეკია. 

სვიფტის ფანები კლიპის პრემიერას თვეების განმავლობაში ელოდნენ. Lavender Haze მესამე კლიპია, რომელიც მომღერალმა Midnights-ის გამოცემის შემდეგ გადაიღო.  ოქტომბრის ბოლოს Bejeweled-ის მუსიკალური ვიდეოს პრემიერა შედგა, მანამდე კი ტეილორ სვიფტმა Anti-Hero-ზე გადაღებული ვიზუალური ნამუშევარი წარადგინა.  Anti-Hero სვიფტის ახალი ალბომის მთავარ ტრეკად იქცა და ჩარტების რეკორდები მოხსნა. 

აღსანიშნავია, რომ ტეილორ სვიფტმა Midnights-ის კომპოზიციებზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოების სერია ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში დააანონსა. როგორც არტისტმა აღნიშნა, ეს კლიპები ალბომის თანმდევი ფილმებია და ვიზუალური პროექტის კონცეფციას ატარებს. „მუსიკალური ვიდეოები, რომლებზეც ვიმუშავე,  ჩანაწერებში გაჟღერებული სიტყვების ერთგვარი კვლევაა. Მე მიყვარს ამბის თხრობა, სიმღერების წერა, მიყვარს ვიდეოების სცენარზე მუშაობა, მათი გადაღება… ვამაყობ იმით, რაც შევქმენით და ვიმედოვნებ, რომ თქვენც მოგეწონებათ“ – თქვა ტეილორ სვიფტმა კლიპების დაანონსებისას. 

ნახეთ  მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Lavender Haze:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონას დოკუმენტური ფილმი დროებით შეჩერებულია

შემდეგი სტატია

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი