კრის მარტინის და გვინეტ პელტროუს ქალიშვილი ეფლ მარტინი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა

ეფლი Chanel-ის ჩვენებას ოფიციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

პარიზის მოდის კვირეულზე ეფლ მარტინის დებიუტი შედგა. მარტინის და პელტროუს ქალიშვილი Chanel-ის ოტ კუტიურ კოლექციის წარდგენას ოფიციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

18 წლის ეფლს შანელისათვის დამახასიათებელი დიზაინის ელეგანტური ორეული ეცვა და ასევე მოდის სახლის ჩანთა ეკავა. შოუს მსვლელობისას, ეფლი  ფილმ Bohemian Rhapsody-ის მსახიობ ლიუსი ბოინტონისა და Stranger Things-ის ვარსკვლავ სეიდი სინკის გვერდით იჯდა.

ეფლ მარტინს 18 წელი 2022 წელს შეუსრულდა. გვინეტ პელტროუ ამ თარიღს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა:„18 წელი. დილიდან სიტყვებს ვერ ვპოულობ” – წერდა პელტროუ –  „ვამაყობ, რომ ასეთ ქალად იქეცი. შენ ყველაფერი ხარ, რაზეც ოდესმე შემეძლო მეოცნება და ამაზე მეტიც. სიამაყე არ არის საკმარისი სიტყვა, ჩემი გული სავსეა გრძნობებით, რომლებსაც სიტყვებით ვერ აღვწერ. შენ არაჩვეულებრივი ხარ. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ძვირფასო გოგონა. იმედი მაქვს იცი, რამდენად განსაკუთრებული ხარ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსი, 2021 წლის 14 მარტს, ლოს ანჯელესში, 63-ე გრემის დაჯილდოებაზე ფოტო: კევინ უინთერი

ჰარი სტაილს კონცერტის დროს შარვალი შემოეხა

შემდეგი სტატია

კეტი პერი ბილი აილიშთან მუშაობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას დიდ შეცდომას უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd - Hong Kong Evan Larsen/YouTube

The Weeknd-მა სიმღერისთვის Hong Kong  შთამბეჭდავი ვიდეოკლიპი გამოუშვა

ვიდეოში აბელი (The Weeknd) კარაოკეს მღერის და ჰონგ-კონგის ქუჩებში საკუთარ ფიქრებში ჩაძირული სეირნობს. კლიპში Cantopop-ის ლეგენდა ფეი ვონგი და ჩინელი სუპერმოდელი მინგ სი მონაწილეობენ.
მეტი
Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი