ფარელ უილიამსი ემანუელ მაკრონს შეხვდა

მომღერალმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ფარელ უილიამსი „ელისეის სასახლეს“ სპეციალური ვიზიტით ესტუმრა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. ვარსკვლავმა და ქვეყნის პირველმა პირმა ინტერნეტ უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„უსაფრთხო სივრცე ყველასათვის, დაცული და გახსნილი, მშვიდი და დემოკრატიული, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. სწორედ ასეთი უნდა იყოს ინტერნეტი, განსაკუთრებით კი – ბავშვებისათვის. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა. ხელოვანებო, შემოგვიერდით და ხმა ერთად ავიმაღლოთ. ფარელ უილიამს, მადლობა ჩართულობისათვის.“ – ვკითხულობთ მაკრონის ტვიტში. პრეზიდენტის მიერ twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, მაკრონი და უილიამსი შავ კლასიკურ კოსტიუმებში პოზირებენ. 

როგორც მედია პლატფორმა  RTL იუწყება, ემანუელ მაკრონის სპიკერი შეხვედრას კომენტარით გამოეხმაურა. „ფარელ უილიამსი აქტიურად არის ჩართული ციფრული სამყაროს გამოწვევებთან და ინტერნეტის მავნე შედეგებთან გამკლავების პროცესში. ეს კარგია, რადგან მას შეუძლია, ხმა დიდ აუდიტორიას მიაწვდინოს.“ – აღნიშნულია განცხადებაში.  

ფარელ უილიამსი პარიზში გამართულ საქველმოქმედო მუსიკალურ საღამოზეც გამოჩნდა. აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიებების სერიას ორგანიზებას ქვეყნის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი უწევს. 

ნახეთ ფარელ უილიამსისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივი ფოტო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსი 2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებს

შემდეგი სტატია

მომღერალი რიტა ორა მსახიობ ტაიკა ვაიტიზე დაქორწინებას ადასტურებს. მისი ბოლო მუსიკალური ვიდეო კლიპი – You Only Love Me ამას ამტკიცებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი