„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” – Kettari Academy მასტერკლასებს ამჯერად ქუთაისსა და ბათუმში გამართავს

„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” მასტერკლასების სერიაა, რომელიც Kettari Academy-ის საგანმანათლებლო პროექტების ნაწილია.

ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი – Kettari Foundation საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების სერიას განაგრძობს. Kettari Academy-ის მასტერკლასების სერია, ამჯერად ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. მასტერკლასი, სახელწოდებით „შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” ქუთაისში, პირველ თებერვალს, ხოლო ბათუმში, 2 თებერვალს გაიმართება. მასტერკლასს ფონდის განვითარების დირექტორი, პროდიუსერი და კრეატიული ინდუსტრიის ექსპერტი – სერგი გვარჯალაძე გაუძღვება. 

მასტერკლასის მიზანია, დამსწრე აუდიტორიას ციფრული მუსიკალური მარკეტინგის პრინციპები და მის პრაქტიკული მხარეები გააცნოს. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ გაყიდონ მუსიკა ონლაინ პლატფორმებზე  და როგორ მოიზოდონ აუდიტორია სხვადასხვა ციფრული არხების მეშვეობით. „შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” ინტერაქციულ კომპონენტსაც შეიცავს, რაც კითხვა-პასუხის ფორმატს გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მასტერკლასი უფასოა და დასწრება რეგისტრაციის მეშვეობითაა შესაძლებელი. 

„ეს მასტერკლასი დამწყები მუსიკოსებისათვის საკმაოდ ინფორმატიულია. ის აერთიანებს მარკეტინგის საკითხებს, ინფორმაციას მუსიკის პრომოუშენისათვის საჭირო აქტივობების შესახებ. განვიხილავთ ისეთი თემებს,  როგორიც არის: მუსიკალური პორტფოლიოს შექმნა, სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმების ათვისება, დისტრიბუციის სისტემის სწორად გამოყენება, სოციალურ მედიაში ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელება, აუდიტორიის მოზიდვა.“ – ამბობს „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი, სერგი გვარჯალაძე.

„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში”  Kettari Foundation-ის რეგიონული საგანმანათლებლო პროექტების სერიის ნაწილია. 

„მსგავსი პროექტების ფარგლებში, განსაკუთრებით ფოკუსირებული სწორედ რეგიონებზე ვართ. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში მცხოვრებ შემოქმედებით ადამიანებს ცოდნასთან ერთად, მოტივაციაც მივცეთ, რათა ადგილზე გააგრძელონ მოღვაწეობა და იქ განავითარონ შემოქმედებითი ინდუსტრიები.“ – სერგი გვარჯალაძე.

აღნიშნული მასტერკლასი საბაზისო ინფორმაციას მოიცავს. თუმცა, მარტის ბოლოს,  Kettari Academy-ის ფარგლებში რვაკვირიანი ინტენსიური კურსი, სახელწოდებით „შემოქმედებითი ინდუსტრია 360“ დაიწყება.  აღნიშნული  კურსი ასევე „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორის,  სერგი გვარჯალაძის კურატორობით ჩატარდება.

„დაგეგმილი რვაკვირიანი კურსი უფრო დეტალურ პროგრამას მოიცავს და  აერთიანებს ყველა იმ საკითხსა და ინსტრუმენტს, რაც შემოქმედებით ადამიანს სჭირდება. ამ კურსის ფარგლებში უკვე შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებსაც მოვიწვევთ.“ – სერგი გვარჯალაძე.მასტერკლასზე – „შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” დასასწრებად მიჰყევით ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მომღერალი რიტა ორა მსახიობ ტაიკა ვაიტიზე დაქორწინებას ადასტურებს. მისი ბოლო მუსიკალური ვიდეო კლიპი – You Only Love Me ამას ამტკიცებს

შემდეგი სტატია

ქართველი როკ მუსიკოსი, ჯგუფ „ამორალის“ ყოფილი ბასისტი ლევან სვანიძე ორმოცდაცხრა წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი