არტისტები, რომლებიც 2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებენ

ცერემონიას „ემის“ მფლობელი კომედიანტი ტრევორ ნოა გაუძღვება.


5 თებერვალს, 2023 წლის „გრემის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. წლევანდელი ცერემონიის მუსიკალურ პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი  R&B-სა და ჰიპ-ჰოპზე კეთდება. დაჯილდოებაზე აუდიტორიის წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგებიან ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: Lizzo, მერი ჯეი ბლაიჯი, სტივ ლეისი, DJ Khaled, Fridayy, Jay-Z, ჯონ ლეჯენდი, Lil Wayne, რიკ როსი და სხვები. 

„გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე სემ სმითი და კიმ პეტრასი იმღერებენ. დუეტი ახალ კომპოზიციას Unholy-ის შეასრულებს, რომელიც დუეტის/ჯგუფის მიერ პოპ სიმღერის საუკეთესო შესრულების ნომინაციაზეა წარდგენილი. Unholy-მ წლის ჩანაწერისა და სიმღერის ნომინაცია ვერ მიიღო, რადგან კომპოზიცია ნომინირებისათვის საჭირო ვადაზე გვიან გამოვიდა. 

დაჯილდოების ცერემონიაზე ერთ-ერთ შემსრულებლად ბრენდი კარლაილი დასახელდა. ამავდროულად, კარლაილი იმ არტისტთა შორის არის, ვინც 2023 წლის „გრემის“ ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღეს.  

„გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების 65-ე ცერემონია ლოს ანჯელესში მდებარე Crypto.com Arena-ზე გაიმართება. ღონისძიებას „ემის“ მფლობელი კომედიანტი ტრევორ ნოა გაუძღვება. შოუ პირდაპირ ეთერში ტელეარხ CBS-ზე და სტრიმინგ სერვის Paramount+-ზე გადაიცემა. 

„გრემის“ ძირითად მაუწყებლობამდე რამდენიმე საათით ადრე, დაჯილდოების საპრემიერო ცერემონია გაიმართება. საპრემიერო ცერემონია Microsoft Theater-ში ჩატარდება და live.Grammy.com-ზე გადაიცემა. 

ნახეთ 2023 წლის „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიის სრული პროგრამა:

დაჯილდოების ძირითადი მაუწყებლობა:

Წამყვანი:

ტრევორ ნოა 

მუსიკალური შემსრულებლები:

Bad Bunny

ბრენდი კარლაილი

DJ Khaled, Fridayy, Jay-Z, ჯონ ლეჯენდი, Lil Wayne და რიკ როსი

ჰარი სტაილსი

Lizzo

ლუკ კომბსი

მერი ჯეი ბლაიჯი

სემ სმითი & კიმ პეტრასი

სტივ ლეისი

გამარჯვებულების წარმდგენები:

ბილი კრისტალი

Cardi B

დუეინ ჯონსონი

ჯეიმს კორდენი

ჯილ ბაიდენი

ოლივია როდრიგო

შანაია ტვეინი

ვაიოლა დევისი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Smashing Pumpkins-ის მუსიკალური ფესტივალი The World Is A Vampire

შემდეგი სტატია

Bon Jovi-ის ჰიტის, Livin’ On a Prayer-ის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი