სელენა გომესს ინსტაგრამის მომხმარებელ ქალებს შორის, ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

ადრე ამ სტატუსს კაილი ჯენერი ფლობდა.

სელენა გომესის გამომწერთა რიცხვმა 381 მილიონს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას Instagram-ზე დარეგისტრირებულ ქალებს შორის, ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს. გომესმა ამ მაჩვენებლით გაუსწრო კაილი ჯენერს, რომელიც ამჟამად 380 მილიონ მომხმარებელს ჰყავს გამოწერილი.

სელენა გომესი პირველ ადგილს მხოლოდ ქალ მომხმარებლებს შორის იკავებს. რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს –  ადამიანი, რომელსაც Instagram-ზე ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა. Მისი გამომწერების რიცხვი 551 მილიონია. Instagram-ის ყველაზე პოპულარულ პერსონებს შორის არის საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ვარსკვლავი ლიონელ მესი, რომლის ანგარიში 432 მილიონ მომხმარებელს აქვს გამოწერილი.

სელენა გომესი Instagram-ს აქტიურად იანვარში დაუბრუნდა და მასალის გამოქვეყნება თავადვე დაიწყო. ამ დრომდე, ანგარიშის მართვის უფლება თავისი წარმომადგენელი გუნდისათვის ჰქონდა გადაცემული. როგორც ვარსკვლავმა განმარტა, მან აპლიკაცია ოთხი წლის წინ წაშალა, რადგანაც  სოციალურ მედიასთან არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა. 

„რაღაც დროს, Instagram მთელი ჩემი სამყარო გახდა და ამან მართლაც საშიში ფორმა მიიღო. ჩემს ადრეულ წლებში ვფიქრობდი, რომ საკმარისად ლამაზი არ ვიყავი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ მაკიაჟი ჩემთვის აუცილებელი იყო და არ მსურდა, რომ მის გარეშე ოდესმე ვინმეს ვენახე.“ – აღნიშნა სელენა გომესმა  InStyle-თან საუბრისას. 

„სოციალური მედიისაგან პაუზის აღება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე ჩემი მენტალური ჯანმრთელობისათვის მიმიღია. როცა ტელეფონი გადავდე, უსარგებლო სიძულვილმა ჩემი ცხოვრება დატოვა. არის მომენტები, როცა უცნაური შეგრძნებები მიბრუნდება, თუმცა ახლა საკუთარ თავთან ბევრად უკეთესი დამოკიდებულება მაქვს.“ – თქვა მომღერალმა ინტერვიუში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფედერალურმა სასამართლომ R. Kelly-ს ოცწლიანი პატიმრობა შეუფარდა

შემდეგი სტატია

არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტი გახდეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი