ლედი გაგა 2023 წლის ოსკარზე საბოლოოდ მაინც იმღერებს

სამი წლის შემდეგ პირველად, დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო სიმღერაზე წარდგენილი ხუთივე ნომინანტი წარდგება.
ლედი გაგა 2019 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე
Andrew H. Walker/BEI/Shutterstock

ლედი გაგა 2023 წლის ოსკარზე საბოლოოდ მაინც იმღერებს. ეს სიურპრიზი გამოცემა Variety-მ გაამხილა. Მანამდე ცნობილი იყო, რომ გაგა ოსკარზე გამოსვლას ვერ შეძლებდა. შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა ამის შესახებ განცხადება 8 მარტს გააკეთა.

„ჩვენ ხუთივე ნომინანტი დავპატიჟეთ. Ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ლედი გაგასთან. ის ახლა ფილმის გადაღების პროცესშია. ჩვენ კი აქ სწორედ კინოინდუსტრიას მივაგებთ პატივს და ვიცით, თუ რა სჭირდება ფილმის შექმნას. ამ პროცესის გამო, ის ვერ ახერხებდა იმ ხარისხის წარმოდგენის გამართვას, რომელსაც მისგან მიჩვეულები ვართ. ამიტომ ლედი გაგა შოუზე არ წარდგება.”

ახლა კი, რაც ლედი გაგას შოუზე გამოსვლა საბოლოოდ დადასტურდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა სამი წლის შემდეგ, როცა დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში წარდგენილი ხუთივე ნომინანტი წარდგება. ესენი არიან: რიანა სიმღერით Lift Me Up კინოფილმისთვის Black Panther: Wakanda Forever, სოფია კარსონი და დაიან უორენი სიმღერით Applause კინოფილმისთვის Tell It Like a Woman, სტეფანი სუ, დევიდ ბირნი და Son Lux სიმღერით This Is a Life კინოფილმისთვის Everything Everywhere All at Once, რაულ სიპლიგუნჯი და კაალა ბაირავა სიმღერით Naatu Naatu კინოფილმიდან RRR და ახლა უკვე ლედი გაგა სიმღერით Hold My Hand კინოფილმიდან Top Gun: Maverick.

ოსკარის რიგით 95-ე დაჯილდოება სულ რამდენიმე საათში დაიწყება. შოუს ჯიმი კიმელი გაუძღვება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ: უილ სმითი 10 წლის ბასისტთან ერთად რეპავს

შემდეგი სტატია

2023 წლის ოსკარის ცერემონიაზე რიანამ Lift Me Up ცოცხლად შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი