საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური გაფორმებისათვის ოსკარი კომპოზიტორ ვოლკერ ბერტელმანს გადაეცა

ბერტელმანმა გამარჯვება ფილმში All Quiet on the Western Front გაჟღერებული კომპოზიციისათვის მიიღო.
ამერიკის კინოაკადემიის 95-ე დაჯილდოება. ფოტო: მიან ჯეი ჩანი, Los Angeles Times .

2023 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე  საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური გაფორმებისათვის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო კომპოზიტორ ვოლკერ ბერტელმანს გადაეცა. ბერტელმანმა გამარჯვება ფილმში  All Quiet on the Western Front გაჟღერებული კომპოზიციისათვის მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოსკარზე ამ ნომინაციის ჯილდო ასევე გერმანელ კომპოზიტორის გადაეცა. შარშან დიუნის მუსიკალური გაფორმებისათვის ოსკარი ჰანს ციმერმა მიიღო. 2023 წლის ოსკარის ცერემონიაზე, საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური გაფორმების ნომინაციაში გამარჯვებული ჯონ ჩომ და მინდი კელინგმა წარადგინეს. 

სცენაზე ასვლის შემდეგ, ბერტელმანმა სპეციალური სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. „მადლობა ამერიკის კინოაკადემიას ამ აღიარებისათვის. როდესაც ფილმზე ვმუშაობდი, დედაჩემის სიტყვები მახსენდებოდა. ის ამბობდა – თუ გინდა მსოფლიო შეცვალო, ადამიანურობა და ემპათია გამოიწვიო, საკუთარი თავით და გარშემომყოფებით უნდა დაიწყო. სწორედ ამ გზით სწავლობ და აჩვენებ,  ყველამ ერთად რამდენად კარგად შეგვიძლია ვიცხოვროთ.“ – აღნიშნა გამარჯვებულმა კომპოზიტორმა ჯილდოს მიღებისას. 

ბერტელმანმა ასევე მადლობა გადაუხადა თავის ცოლს, შვილებს, კოლეგებს და იმ ნომინანტებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ წარდგენილი. All Quiet on the Western Front ამერიკის კინოაკადემიამ ცხრა კატეგორიაში წარადგინა, მათ შორის იყო საუკეთესო კინოსურათი. საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური გაფორმებისათვის გადაცემული ოსკარი ფილმისათვის მეოთხე ჯილდო იყო. All Quiet on the Western Front  ასევე გამარჯვებულად  დასახელდა ისეთ ნომინაციებში, როგორიც არის: საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი, საუკეთესო საერთაშორისო ფილმი და საუკეთესო პროდუქციის დიზაინი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2023 წლის ოსკარის ცერემონიაზე რიანამ Lift Me Up ცოცხლად შეასრულა

შემდეგი სტატია

2023 წლის ოსკარის ცერემონიაზე ლედი გაგამ სიმღერის – Hold My Hand განსხვავებული ვერსია შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი