ადამ ლევინი „ვოისიდან” ბლეიკ შელტონის წასვლას ეხმაურება: „დროის ამბავია”

მუსიკოსები ერთმანეთის მიმართ სახალისო ხუმრობებით არიან ცნობილი.
ადამ ლევინი 2023 წლის ოსკარის წვეულებაზე
Amy Sussman/GI

„ვოისის” 23-ე სეზონის შემდეგ Ბლეიკ შელტონი შოუს დაემშვიდობება. თუმცა მისი ყოფილი კოლეგა ადამ ლევინი ერთადერთია, ვინც ამ ამბავს მწუხარებით არ შეხვდა.

„ეს დროის ამბავია” – იხუმრა ლევინმა „ოსკარის“ დაჯილდოების წვეულებაზე. მუსიკოსები მწვრთნელის სკამებზე ერთად 16 სეზონის განმავლობაში ისხდნენ, სანამ 2019 წელს Maroon 5-ის სოლისტი შოუს დატოვებდა. 

შელტონმა „ვოისიდან“ წასვლა ოქტომბერში დააანონსა. „ამ შოუმ ჩემი ცხოვრება ყველა მხრივ უკეთესობისკენ შეცვალა და ის ჩემთვის ყოველთვის სახლთან ასოცირდება,” – დაწერა ქანთრის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში.  „ეს იყო სკამების ტრიალის თორმეტწლიანი საოცარი მოგზაურობა და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას: ყველა პროდიუსერს, მუსიკოსს, გუნდის წევრს. თქვენ საუკეთესოები ხართ. კვირაში ორი ლაივ შოუს გაკეთება დიდ შრომას, ენთუზიაზმსა და სასმელს მოითხოვს” – იხუმრა შელტონმა.

სტატისტიკურად, მოგებული სეზონების მიხედვით, შელტონი „ვოისის” საუკეთესო მწვრთნელად რჩება. 22 სეზონის განმავლობაში მის გუნდს 9-ჯერ აქვს მოგებული.

ქანთრის სუპერვარსკვლავმა, რომელიც „ვოისში“ პირველივე სეზონიდან მონაწილეობს, ახლახან სხვა მწვრთნელებთან ერთად მიცემულ ინტერვიუში თავის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. „ამაზე პანდემიამდე ვფიქრობდი, მაგრამ მერე უკვე, როცა კოვიდმა შემოგვიტია, არ მინდოდა, რომ შოუ ასეთ დროს დამეტოვებინა და ამით ყველასათვის პრობლემები შემექმნა. ამ შოუმ ჩემი ცხოვრება შეცვალა და ვთქვი, რომ დავრჩებოდი, სანამ მსოფლიო ისევ ნორმალურ ცხოვრებას არ დაუბრუნდებოდა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰოლი ბეილი არიელის როლში, Disney-ს ფილმი Little Mermaid

ფილმ Little Mermaid-ის საუნდტრეკის გამოსვლის თარიღი ცნობილია

შემდეგი სტატია

„როდესაც მუსიკას ვაზიარებთ, ის მხოლოდ ჩვენ აღარ გვეკუთვნის“ – ინტერვიუ ნატალია ნაყოფიასთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი