ფილმ Little Mermaid-ის საუნდტრეკის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ალბომში ცნობილ ჰიტებთან ერთად, ლინ-მანუელ მირანდას ახალი სიმღერებიც შევა.
ჰოლი ბეილი არიელის როლში, Disney-ს ფილმი Little Mermaid
ჰოლი ბეილი არიელის როლში, Disney-ს ფილმი Little Mermaid

„დისნეის“ თაყვანისმცემლებს სულ რამდენიმე თვე აშორებთ, რათა ოკეანის ფსკერზე ჰალი ბეილისთან ერთად იმოგზაურონ. ბეილი ფილმ  Little Mermaid-ში არიელის როლს ასრულებს. 13 მარტს, ფილმის ოფიციალური საუნდრეკის გამოსვლის თარიღი გახდა ცნობილი.

Twitter-ზე ფილმის ვიდეო თიზერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით საუნდტრეკი 19 მაისს გამოვა. ფილმს  კინოთეატრებში მაყურებელი  26 მაისიდან იხილავს. გარდა ცნობილი ჰიტებისა, ალბომში ლინ-მანუელ მირანდას ახალი სიმღერები შევა. ახალ ვერსიაში 1989 წლის ფილმიდან ალან მენკენის და ჰოვარდ ეშმანის მუსიკა და ტექსტიცაა შესული.

ფილმის ოფიციალური ტრეილერი 2023 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კვირას საღამოს, 12 მარტს შედგა, სადაც „დისნეის“ კლასიკური ანიმაციის ახალ ვერსიაში ჰალი ბეილი არიელის, მელისა მაკკართი ურსულას, ხავიერ ბარდემი მეფე ტრიტონის და იონა ჰაუერ კინგი პრინც ერიკის როლს ასრულებენ.

ნოემბერში ჰალი ბეილიმ განაცხადა, რომ  ანიმაციური ფილმის საკულტო პერსონაჟის – არიელის თამაშისას, ყველაზე მეტად პატარა გოგონების რეაქცია აინტერესებდა.   

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ამერიკის კინოაკადემიის 95-ე დაჯილდოების ცერემონიას 18.7 მილიონი მაყურებელი ჰყავდა

შემდეგი სტატია

ადამ ლევინი „ვოისიდან” ბლეიკ შელტონის წასვლას ეხმაურება: „დროის ამბავია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი