2023 წლის MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების წამყვანი დრიუ ბერიმორი იქნება

მსახიობს სამი „ოქროს პოპკორნი” აქვს მოგებული.
დრიუ ბერიმორი

2023 წლის MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოებას დრიუ ბერიმორი გაუძღვება. თავად მსახიობს სამჯერ აქვს მოგებული ამ დაჯილდოების პრიზი „ოქროს პოპკორნი”. მისმა და ადამ სენდლერის დუეტმა ჯილდო ორჯერ დაიმსახურა: 1998 წელს საუკეთესო კოცნისთვის კინოფილმში The Wedding Singer და 2004 წელს საუკეთესო ეკრანული წყვილისთვის ფილმში 50 First Dates. 2001 წელს კი ბერიმორმა, კამერონ დიასმა და  ლუსი ლუმ გაიმარჯვეს იმავე ნომინაციაში (საუკეთესო ეკრანული გუნდი) ფილმისთვის „ჩარლის ანგელოზები”. 

2022 წლის დაჯილდოებაზე დრიუ ბერიმორის შოუ საუკეთესო თოქ შოუს ნომინაციაში იყო წარდგენილი. თუმცა პრიზი ჯიმი ფელონის ღამის შოუს ხვდა წილად. სპეციალური ჯილდოები კი გადაეცათ ჯენიფერ ლოპესს (თაობის ჯილდო) ჯეკ ბლექს (კომედიური გენიოსის ჯილდო) და  ბეთენი ფრანკელს (MTV-ს „რეალითი” ჯილდო).  შარშან შოუ ვანესა ჰაჯინსა და ტაიშია ადამს მიჰყავდათ. Რაც შეეხება წლევანდელ ნომინაციებსა და წარმდგენებს, ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გახდება ცნობილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კორტნი ლავი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს“ ქალების არასაკმარისი რეპრეზენტაციის გამო აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

.FICTION. – სოფო ტოროშელიძისა და მანანა მენაბდის დუეტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

„სილქ როუდ ჯგუფმა“ და ამერიკულმა კინოსტუდიამ, WonderHill Studios ერთობლივი კინოსაწარმო – WonderSilk Studios დააარსეს

WonderSilk Studios კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს და ქართული კინოინდუსტრიისათვის დიდ პერსპექტივებს შექმნის.
მეტი
მეთიუ პერი, 17 ნოემბერი, 2022 წელი. ფოტო: გრეგ დეგუარი

მეთიუ პერი სერიალ Friends-ის მსახიობი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

მეთიუ პერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია Los Angeles Times-მა და TMZ-მა გაავრცელეს.
მეტი

„ბარბი” მილიარდერთა კლუბს უერთდება და ქალი რეჟისორების ახალ რეკორდს ხსნის

გრეტა გერვიგის ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებისგან ამ უიკენდზე დამატებით 53 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეტი