QUEMMEKH-მა ახალი ალბომი – „ნოსტალგია“ წარადგინა

ალბომი 12 ტრეკს აერთიანებს.

ქართულმა მუსიკალურმა პროექტმა –  QUEMMEKH-მა ახალი ალბომი, სახელწოდებით „ნოსტალგია“ გამოუშვა. ალბომი 12 ტრეკს აერთიანებს. როგორც ბენდის ფრონტმენი სანდრო ქერაული ამბობს, ალბომის ჟღერადობის ინსპირაცია ფიუჟენ-ჯაზი, ეთიოპური ჯაზი, არაბული მუსიკის ელემენტები და ინდუსტრიული მეტალია. 

სანდრო ქერაული: 

„ნოსტალგია“ არის ალბომი, რომელზეც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. მთელი ეს დრო, თან ლაივებისთვის ვემზადებოდით და ვუკრავდით, პარალელურად კი  ალბომს ვწერდით. ბევრი ძველი ტრეკი გავაცოცხლეთ და ამიტომ ჰქვია „ნოსტალგია“. ეს ალბომი ნოსტალგიაზე, სინანულზე და ისევ რაღაცის იმედზეა. პოლიტიკურად, თუ შინაგანი განცდების თვალსაზრისით როგორი არეულებიც ახლა ჩვენ ვართ,  ალბომიც ასეთივე ქაოტურია.“

ალბომში „ნოსტალგია“ შესული ერთ-ერთი ტრეკი სახელწოდებით  – „აჯანყდი“, QUEMMEKH-ის, სანდრო ბერიაშვილისა და ლუკა კალანდაძის მუსიკალური თანამშრომლობის შედეგად ჩაიწერა.

„სანდრო ბერიაშვილისა და ლუკა კალანდაძის ბენდთან, Neo Spid-თან ერთად გვინდოდა, ჩვენი რევოლუციის ჰიმნი შეგვექმნა და ვფიქრობ, შესანიშნავად გამოგვივიდა.“ – ამბობს სანდრო ქერაული „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას.  

ალბომის  ბოლო ბონუს ტრეკი მუსიკალური კოლექტივის  წევრის, არტისტ ანიმა გელაშვილის (animaincaseofemergency) ნამუშევარია. ეს არის BLACK SABATH-ის ცნობილი კომპოზიციის – Paranoid-ის ქავერ ვერსია, რომელიც ფრანგული დისკოს სტილშია შესრულებული. 

სანდრო ქერაული: 

„ალბომიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამ  ტრეკს გამოვყოფდი, ესენია: „ნოსტალგია“ – რომელიც თავის დროზე ქართული ალტერნატიული ხელოვნების ექოზე და მის სიკვდილზე  შეიქმნა და რომელიც ნატატა საღირაშვილს (@natashaforever) ეძღვნება; „როინი ქარდავა“ – რომელიც QUEMMEKH-ში რაღაც მნიშვნელოვანის სიკვდილს უკავშირდება და „მთაწმინდა“  – რადგან ის მთაწმინდაა და ამას მეტი ახსნა არ სჭირდება.“ 


როგორც QUEMMEKH-ის წევრები აღნიშნავენ, ალბომში შესული ტრეკები მომავალში მათ კონცერტებზეც გაჟღერდება.

QUEMMEKH, როგორც სახელოვნებო და სოციალური პროექტი, სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების გაერთიანებაა. ამ არტისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ერთი კონცეფციისა და იდეის გარშემო ადამიანები ქმნიან ვიზუალურ ნამუშევრებს, ინსტალაციებს – რაც საბოლოოდ მუსიკით ერთიანდება და მთავარი გზავნილი სწორედ ამგვარი სინთეზური ფორმებით ვრცელდება

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რედიოჰედის Creep ფილმ Renfield-ის ტრეილერის საუნდტრეკია. ფილმში დრაკულას როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს.

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი