ალექსანდრე ხარანაულის ალბომის „დილით ამომავალო მზეო” პრეზენტაცია

„ხალხური პოეზია უზარმაზარი სივრცეა მუსიკოსებისთვის და მგონია, რომ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.“
ალექსანდრე ხარანაული
ალექსანდრე ხარანაული

25 მარტს ალექსანდრე ხარანაულის ალბომის „დილით ამომავალო მზეო” პრეზენტაცია გაიმართა.  არტისტი,  ქართველი აუდიტორიის წინაშე, სულ ცოტა ხნის წინ, ამავე სახელწოდების სადებიუტო სიმღერით წარდგა. 25 მარტს კი ალბომის პრეზენტაციაზე „ამო რამეში“ ალექსანდრემ ალბომში შესული სიმღერები შეასრულა.

ლექსანდრე ხარანაული

ალექსანდრე ხარანაული

„როცა საფრანგეთში ალბომის ჩასაწერად წავედი, ჩვიდმეტი მზა სიმღერა წავიღე, თუმცა ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ ათი სიმღერის ჩაწერა მოვახერხეთ. ამაში ჩემი მეგობარი ფადი სალიბა მეხმარებოდა, რომელსაც საფრანგეთში სტუდია აქვს. ივნისში კვლავ ვაპირებ წასვლას, რომ ის დარჩენილი შვიდი სიმღერაც ჩავწეროთ“.

„სიმღერები დიდი ხნის წინ მქონდა უკვე მზად, თუმცა რასაც „პროდუსინგი“ ჰქვია ყველაფერი საფრანგეთში გაკეთდა. ამ ათ სიმღერაში სამი საავტორო სიმღერაა შესული. ყველა კომპოზიციის მუსიკა ჩემია და ყველა ინსტრუმენტზე, დრამის გარდა, თავად ვუკრავ.  ვუსმენდი ყველაფერს, რაც ხალხურ ანთროპოლოგიურ ძველ ჩანაწერებს ეხებოდა, დავდიოდი კონსერვატორიაში ფონოთეკებში და ისეთ სიმღერებს ვეძებდი, რომელიც არ იქნებოდა პოლიფონიური და  ერთი ადამიანი ასრულებს. ზოგადად ამ სიმღერების მუსიკა ყველა  საავტოროა, რაც შეეხება ტექსტს, რომელიც ჩემი დაწერილია ასეთი სიმღერებია „თაგვი“,არ მეძინება“ და „ცხელა ძალიან ცხელა“.

ალექსანდრე ხარანაულის ალბომის პრეზენტაცია „დილით ამომავალო მზეო“

ალექსანდრე ხარანაულის ალბომი „დილით ამომავალო მზეო“ ათ სიმღერას მოიცავს და სულ მალე მსმენელს მისი მოსმენა spotify-ზე შეეძლება.

„ამ ალბომში „დუდა“ ჩემი საყვარელი სიმღერაა, სასწაული  სვანური ხალხური ლექსი აქვს,  რომელიც დათო წერედიანმა თარგმნა. 

რაღაცნაირად მგონია, რომ  ქართული ხალხური სიმღერები, რაც ვიცით, გვიყვარს და გვაქვს და არის უნიკალური, ამის გარდა არსებობს კიდევ რაღაც, რაც არ ვიცით. მისი ტექსტები ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. ხალხური პოეზია უზარმაზარი სივრცეა მუსიკოსებისთვის და მგონია, რომ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“.

ალექსანდრე ხარანაული

ალბომის პრეზენტაციაზე ალექსანდრე ხარანაულმა აუდიტორიის წინაშე ორი ახალი სიმღერა პირველად შეასრულა, ეს არის ახალი ინტერპრეტირებული ვერსია, ცნობილი სვანური ხალხური სიმღერის „რიჰო“ და საავტორო სიმღერა –  „ცხელა ძალიან ცხელა“.

„ეს ალბომი შეიძლება ითქვას ერთ თვის ნამუშევარია, რომელიც აკუსტიკურ ვერსიად გამოვიდა. მე არც იმდენი ცოდნა მქონდა, არც გამბედაობა. დასაწყისში ჩანაფიქრი სხვა იყო, რაღაც უნდა ყოფილიყო აკუსტიკური, რაღაც არა, მაგრამ ჩასვლისთანავე მივხვდი, რომ  ალბომი ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აკუსტიკურ ვერსიად უნდა გამეკეთებინა“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ენდრიუ ლოიდ უებერის ვაჟი ნიკოლასი გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

On the Road

ჯგუფ On the Road-ის მუსიკალური გზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი