ჯგუფ Pearl Jam-ის დრამერი მეთ კამერონი Foo Fighters-ში გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ ჭორებს ეხმიანება

Foo Fighters გვიან გაზაფხულზე ამერიკის ტურნეს იწყებს.
მეთ კამერონი News არენაზე, 2012 წლის 21 ივნისი
მეთ კამერონი News არენაზე, 2012 წლის 21 ივნისი

შაბათს, 25 მარტს Pearl Jam-ის დრამერმა ინსტაგრამ სთორიზე პოსტი გააზიარა, სადაც ბრიტანული გამოცემის The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. გავრცელებული ჭორის თანახმად მეთ კამერონი  Foo Fighters-ის გარდაცვლილი ჯგუფის წევრის ტეილორ ჰოკინსის ადგილს დაიკავებდა.

„ინტერნეტში გავრცელებული ჭორები არ შეესაბამება სიმართლეს, მე არ ვუერთდები Foo Fighters“ – წერს მეთ კამერონი.

თექვსმეტ მარტს The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მეთ კამერონი ტეილორ ჰოკინსის ახლო მეგობარი იყო და ის 2023 წლის ამერიკის ტურნეზე Foo Fighters-ს შეუერთდებოდა. ტურნე კი 24 მაისს გილფორდში იწყება. 

2022 წლის სექტემბერში ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე სიმღერა Low-ს შესრულების დროს კამერონმა Foo Fighters-თან ერთად დაუკრა.

25 მარტს ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. Foo Fighters-ის დრამერი ბოგოტაში სასტუმროს ნომერში 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც ბენდი მორიგი კონცერტისთვის ემზადებოდა.

Foo Fighters-ის მიერ გამოქვეყნებულ საახალწლო მილოცვაში ნათქვამია, რომ ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალების შემდეგ, ისინი მოღვაწეობას კვლავ განაგრძობენ. თუმცა, მის გარეშე, ეს უკვე სხვა ჯგუფი იქნება.

„ტეილორი ჰოკინსის გარეშე ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ის ჯგუფი რაც ვიყავით, მაგრამ ვიცით, რომ წინ ყოველთვის წავალთ. ჩვენ ასევე ვიცით,  რომ ტეილორისთვის ჩვენი თაყვანისმცემლები ძალიან ბევრს ნიშნავდით, ის სულით მუდამ ჩვენს გვერდით იქნება“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

On the Road

ჯგუფ On the Road-ის მუსიკალური გზა

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი, 2023 წლის 27 იანვარი - ფოტო: ლია კლეი მილერი

ლანა დელ რეიმ რიგით მეცხრე ალბომი Ocean Blvd გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში მუსიკოსი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან და ებრაელმა არტისტმა დუდუ ტასამ თელ-ავივში კონცერტი გამართეს.
მეტი