ლეონარდო დიკაპრიო მოწმის სახით გამოიკითხა ფულის გათეთრების საქმეში, რომელშიც ბრალი რეპერ Pras-ს ედება

დიკაპრიოს თქმით, ბრალდებულს 1990-იანი წლებიდან იცნობს, როდესაც კონცერტის კულისებში შეხვდა.
ფოტო: მაიკ კოპოლა


ლეონარდო დიკაპრიო ფედერალური  სასამართლოს მიერ მოწმის სახით გამოიკითხა. საქმე ეხება საერთაშორისო მასშტაბით ფულის გათეთრების სქემას, რომელზეც ყოფილი რეპერია ბრალდებული. 

1990-იანი წლების ცნობილი ჰიპ-ჰოპ ჯგუფის –  Fugees-ის დამფუძნებელ რეპერ Pras-სის წინააღმდეგ აღძრული საქმის მიხედვით, ჰიპ-ჰოპ არტისტი ძებნილი მალაიზიელი ფინანსისტისგან ანონიმური დონორების მეშვეობით ფულს იღებდა, რათა ბარაკ ობამას 2012 წლის საარჩევნო კამპანია დაეფინანსებინა. ბრალდების მხარე ასევე აღნიშნავს,რომ რეპერი Pras ხსენებული ფინანსისტის წინააღმდეგ სამართლებრივი გამოძიების ჩახშობას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებშიც ცდილობდა. 

სასამართლო საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა მალაიზიელი ბიზნესმენი ჯო ლოუ. Მას ბრალი ედება ფულის გათეთრებისა და კორუფციული სქემის დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში. ამ ფინანსურმა სქემამ მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს მილიარდობით დოლარის ზიანი მიაყენა. 

დიკაპროს კავშირი ამ საქმესთან ბიზნესმენ ჯო ლოუსთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ განაპირობა. ჯო ლოუ ფილმის The Wolf of Wall Street ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო. ბიზნესმენი ამჟამად იძებნება, თუმცა საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს.

ბრალდების თანახმად, რეპერი Pras ჯო ლოუს ერთ-ერთი მთავარი თანამზრახველი და დონორებთან მაკავშირებელი არხი იყო. პროკურორები ამტკიცებენ, რომ 2012 წლის ივნისიდან, ამავე წლის ნოემბრამდე ლოუმ 21,6 მილიონი დოლარი გადარიცხა რეპერის ანგარიშზე, რათა შემდგომ ფული  2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფონდში შეეტანა. ამ სქემის მსვლელობისას, Pras-მა დაახლოებით 20 დონორს გადაუხადა ფული, რომ მათ თანხა საკუთარი სახელით გადაერიცხათ ისე, რომ ფულის წარმომავლობის კვალი დაფარულიყო.

გამოკითხვაზე დიკაპრიომ დაადასტურა, რომ  ლოუს 2010 წელს ლას ვეგასში გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე შეხვდა. „მე მას ვიცბნობდი, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, რომელსაც ჰქონდა ახლო კონტაქტები აბუ დაბისა და მალაიზიაში“ – განაცხადა დიკაპრიომ ჩვენებისას.  

ოსკაროსანმა მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ რეპერ Pras-საც იცნობდა. დიკაპრიოს თქმით, რეპერს 90-იან წლებში Fugees-ის კონცერტისას კულისებში შეხვდა. 

ლოუ ცნობილი იყო თავისი კავშირებით ვარსკვლავებთან და ხშირად აწყობდა დიდ წვეულებებს. ამ წვეულებებს რამდენჯერმე ლეონარდო დიკაპრიოც დაესწრო. 

ჯო ლოუ დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდის დონორიც იყო, საბოლოოდ კი ფილმის –  The Wolf of Wall Street დასაფინანსებლად მსხვილი ინვესტიცია ჩადო. 

როგორც დიკაპრიომ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, მან ლოუს ფინანსები საგულდაგულოდ შეამოწმა იქამდე, სანამ მასთან საქმიან ურთიერთობას დაიწყებდა. 

„ჩემმა გუნდმა და სტუდიამ ლოუსთან საქმიანი კავშირის დროს მწვანე შუქი ამინთო. ამ ურთიერთობისას ლოუ კანონიერი ბიზნესმენი იყო, რომელსაც ფილმის პროექტში ფულის ინვესტირება სურდა.“ – აღნიშნა დიკაპრიომ. ლეონარდო დიკაპრიომ ჯო ლოუსთან პირადი დიალოგის გაიხსენა. ამ საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ობამას მეორე ვადით საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისათვის მსხვილი დაფინანსების გაღებას აპირებდა. „ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო – 20-30 მილიონი დოლარის ოდენობით. ამაზე მე ვუპასუხე – ეს ძალიან დიდი ფულია“ – გაიხსენა მსახიობმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ვთამაშობთ კაბუკის” – პრემიერა სოხუმის თეატრში

შემდეგი სტატია

დისნეი და დუეინ ჯონსონი „მოანას” კინოფილმს აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი