დისნეი და დუეინ ჯონსონი „მოანას” კინოფილმს აანონსებენ

მსახიობი ახალ ფილმშიც მაუის როლს შეასრულებს.
მოანა (2016)
Walt Disney Studios

დისნეი და დუეინ ჯონსონი „მოანას” კინოეკრანიზაციას აანონსებენ.

ახალი ამბავი მსახიობმა ჰავაიზე, ოაჰუს კუნძულზე გადაღებული ვიდეოთი გააზიარა, რომელშიც ის თავის ორ ქალიშვილთან ერთადაა. ჯონსონმა გაამხილა, რომ იგი მაუის გმირს გააცოცხლებს, რომელსაც 2016 წლის ანიმაციაში თავადვე ახმოვანებს. სხვა მსახიობთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

„ეს ამბავი ჩემი ისტორიაა. ეს ისტორია კი ჩვენი ხალხის ღირსებასა და მებრძოლ სულს გამოხატავს. მე ამ კულტურას ამაყად ვატარებ როგორც გარეგნულად, ასევე სულიერად. ასეთი შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და მე მომეცა ეს შესაძლებლობა, განვასახიერო მაუი. და როცა მე მას გავაცოცხლებ, მე ამას ჩემი ბაბუის სულის სახელზე გავაკეთებ,” – ამბობს ვიდეოში დუეინ ჯონსონი. „ჯერ ყველაფერი ძალიან საწყის ეტაპზეა, წინ დიდი სამუშაოა, მაგრამ იქამდე ერთი რამაა, რაც ამ მოგზაურობის დასაწყებად მჭირდება.” შემდეგ კი შვილებს მიმართავს: „გოგონებო, შეგიძლიათ მომიტანოთ ის განსაკუთრებული ნივთი?” და გოგონებს მამისთვის მაუის ჯადოსნური ნამგალი მოაქვთ.

ნახეთ დუეინ ჯონსონის ვიდეო ჰავაიდან

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეონარდო დიკაპრიო მოწმის სახით გამოიკითხა ფულის გათეთრების საქმეში, რომელშიც ბრალი რეპერ Pras-ს ედება

შემდეგი სტატია

ლედი გაგა 2023 წლის 2 აპრილი, ნიუ-იორკი ფილმ - Joker: Folie a Deux-ის გადასაღებ მოედანზე.

ლედი გაგა ფილმ Joker-ის გადასაღებ მოედანზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი