დევიდ ბოუის შვილი დონალდ ტრამპის მიერ მამამისის მუსიკის გამოყენებას გამოეხმაურა

დუნკან ჯონსმა საკუთარი პოზიცია ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით გააჟღერა.
ფოტო: ბრენდონ ბელი

დევიდ ბოუის შვილი დონალდ ტრამპის მიერ მამამისის კომპოზიციების გამოყენებას საჯაროდ ეწინააღმდეგება. დუნკან ჯონსი იმ შემთხვევას გამოეხმაურა, როდესაც შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დევიდ ბოუის 1974 წლის სიმღერა, სახელწოდებით Rebel Rebel საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა. ტრამპმა კომპოზიცია მისი დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომი სიტყვის წარმოთქმის წინ გააჟღერა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ იგი მამაჩემის მუსიკის გამოყენებას განაგრძობს, რათა პირადად მე გამაღიზიანოს.“ – აღნიშნა დუნკან ჯონსმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში. ჯონსმა პოსტს მამის GIF გამოსახულებაც დაურთო. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მუსიკოსის შვილი ტრამპს დაუპირისპირდა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა, ბოუის სიმღერა Heroes კიდევ ერთ პოლიტიკურ აქტივობაში გამოიყენა. 

მას შემდეგ, რაც 2016 წლიდან დონალდ ტრამპმა  პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვა, მას არაერთი მუსიკოსი დაუპირისპირდა. მრავალმა სოლო შემსრულებელმა და მუსიკალურმა კოლექტივმა ტრამპის მიერ მათი შემოქმედების პოლიტიკური კონტექსტით გამოყენება გააპროტესტა. ასეთი არტისტების სია გრძელია და აერთიანებს ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიც არიან: რიანა, Queen, ბრიუს სპრინგსტინი, Beatles, ადელი და სხვები.

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა. მანჰეტენის ოლქის პროკურორმა მას საქმიანი  დოკუმენტების გაყალბებასა და ფინანსური დანაშაულის სქემაში ბრალი წაუყენა.

ნახეთ დუნკან ჯონსის პოსტი, რომლითაც ის დონალდ ტრაპის მიერ დევიდ ბოუის მუსიკის გამოყენებას გამოეხმაურა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქულიოს გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ ვარსკვლავი რეალურ ცხოვრებაში მორცხვი და ინტროვერტია

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი