ქულიოს გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

რეპერი გასული წლის სექტემბერში 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქულიო 1995 წელს
Paul Bergen/Redferns

ქულიოს გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ფენტანილია.

როგორც ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, ქულიოს ორგანიზმში აღმოჩნდა ჰეროინისა და მეტამფეტამინის კვალიც. მისი თქმით, რეპერს მწვავე ასთმისა და თამბაქოს მოხმარების ისტორია ჰქონდა, რამაც „დიდი როლი ითამაშა მის გარდაცვალებაში, რადგან მის სხეულს ბრძოლის უნარი აღარ ჰქონდა.” 

რეპერი 2022 წლის 28 სექტემბერს მეგობრის სახლის სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს. იმ დროს ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ქულიო გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

ქულიოს სიმღერებიდან ექვსი ჰიტი ბილბორდის „ცხელ ასეულშია” შესული. მათ შორის ყველაზე ცნობილი Gangsta’s Paradise სამი კვირის განმავლობაში ჩარტის პირველ ადგილზე იყო. სიმღერამ ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე „წლის სინგლის” ნომინაციაშიც გაიმარჯვა. ასევე დაიმსახურა გრემი „საუკეთესო რეპ შესრულებისთვის”. 2021 წელს Gangsta’s Paradise ყველა დროის საუკეთესო სიმღერების ასეულში დასახელდა.

რეპერის გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის მარტში მისი სინგლი TAG ‘You It გამოვიდა. კომპოზიციაზე ქულიოს მეგობარმა DJ Wino-მ იმუშავა და ის იქნება პირველი სინგლი ქულიოს ახალი ალბომიდან სახელწოდებით LONG LIVE COOLIO. ალბომის გამოცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი ფარელ უილიამსს 50-ე დაბადების დღეს ულოცავს: „ჯერ ახლა იწყებ”

შემდეგი სტატია

დევიდ ბოუის შვილი დონალდ ტრამპის მიერ მამამისის მუსიკის გამოყენებას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი