ჯასტინ ტიმბერლეიკი ფარელ უილიამსს 50-ე დაბადების დღეს ულოცავს: „ჯერ ახლა იწყებ”

მისალოც პოსტში მომღერალმა მათი ერთობლივი ვიდეოც ატვირთა, რომელიც ტიმბერლეიკის 2003 წლის ჰიტზე Rock Your Body-ზე მუშაობის დროს არის გადაღებული.
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ფარელ უილიამსი
Paul Morigi/GI

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ინსტაგრამის გვერდზე მის მეგობარსა და თანამშრომელს ფარელ უილიამსს 50-ე დაბადების დღე მიულოცა.

მომღერალმა მათი საერთო ფოტოებისა და ვიდეოების სერია გამოაქვეყნა, მათ შორის არის ვიდეო, რომელიც ტიმბერლეიკის 2003 წლის ჰიტზე Rock Your Body-ზე მუშაობის დროს არის გადაღებული.

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ძმაო. ამ 50 წლის ნახევარი შენ გვერდით ვარ და უნდა ვთქვა, რომ შენ ჯერ ახლა იწყებ” – დაწერა ტიმბერლეიკმა. 

მუსიკოსების ფანები კომენტარებში აღნიშნავენ რომ ისინი ერთად ლეგენდარულ კომბინაციას ქმნიან. 

ფარელ უილიამსმა ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად მის 2002 წლის სოლო ალბომზე Justified-ზე იმუშავა. მომდევნო თანამშრომლობა კი მხოლოდ 15 წლის შემდეგ შედგა ტიმბერლეიკის ალბომისთვის Man of the Woods. 15-წლიანი წყვეტა, როგორც ტიმბერლეიკმა შემდგომ ახსნა, ლეიბლების პოლიტიკით იყო გამოწვეული. 

Man of the Woods-ის გამოშვების შემდეგ ფარელი და ტიმბერლეიკი უკვე ერთად გამოჩნდნენ კელვინ ჰარისის 2022 წლის სიმღერაში Stay With Me.  

ნახეთ ტიმბერლეიკის მისალოცი პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრეტა გერვიგის ფილმში – Barbie დუა ლიპა ქალთევზა ბარბის როლს ასრულებს

შემდეგი სტატია

ქულიოს გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი