Diddy-ის თქმით, მან იხუმრა, როცა თქვა, რომ სტინგს ყოველ დღე ხუთი ათას დოლარს უხდის

ფოტო: კრისტოფერ პოლკი

რამდენიმე დღის წინ რეპერმა Diddy-მ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ  ჰიტში – I’ll Be Missing You სტინგის სემპლის გამოყენებისათვის, მუსიკოსს დღეში ხუთი ათას დოლარს უხდის. Diddy-ის 1997 წლის ტრეკში ჯგუფ The Police-ის სიმღერის, სახელწოდებით  Every Breath You Take მელოდია ჟღერდება. 

ახლახან კი რეპერმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ამ პოსტის შინაარსი სინამდვილეს არ შეესაბამება და ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. 

„მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ვიხუმრე“ – წერს Diddy ახალ ტვიტში – „მე და სტინგი დიდი ხანია ვმეგობრობთ. იგი  Missing You-ს გამო გადასახადს არასდროს დამიწესებდა.“

პირველი პოსტი, რომელიც ხუმრობა აღმოჩნდა,  რეპერმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ინტერნეტში გადაცემა The Breakfast Club-ში სტინგის სტუმრობის ვდიეო გავრცელდა. 2018 წლის ინტერვიუს ფრაგმენტში სტინგი წამყვანის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ამხელს, რომ Diddy-მ მისი სიმღერის სემპლი უნებართვოდ გამოიყენა და ამის გამო რეპერი ფულს ყოველდღიურად უხდის. 

ინტერვიუს ვიდეოს აღწერაში ორი ათასი დოლარია მითითებული. ამის საპასუხოდ,  Diddy-მ  ტვიტერზე ვიდეო გააზიარა და დააზუსტა, რომ ეს თანხა არა ორი ათასი, არამედ ხუთი ათასია. Diddy-ის პოსტის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არტისტებს შორის კონფლიქტი არ არის და მათ კარგი ურთიერთობა აქვთ:  „მიყვარს ჩემი ძმა“ – წერს Diddy. ამას ადასტურებს თავად 2018 წლის ინტერვიუც – „ჩვენ ახლა კარგი მეგობრები ვართ“ – აღნიშნავს ინტერვიუში სტინგი. 

ტრეკი Diddy-მ Notorious B.I.G-ის მიუძღვნა მას შემდეგ, რაც 1997 წელს რეპერი სასიკვდილო ჭრილობით გარდაიცვალა. კომპოზიცია  თერთმეტი კვირის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტების ლიდერი იყო.

Every Breath You Take კი 1983 წელს გამოვიდა. Სიმღერა ჩარტების წამყვან პოზიციას რვა კვირის განმავლობაში იკავებდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯესი ჯეის ფოტოებს „შეუფერებელი“ უწოდეს

შემდეგი სტატია

ბილი აილიში აღდგომის დღეებს მეგობარ ბიჭთან ერთად ატარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი