Asea Sool ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოკლიპს აზიარებს

„საქართველოში აქამდე არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ მუსიკალური ვიდეოკლიპი ხელოვნურ ინტელექტს შეექმნა.”

Asea Sool თავის კომპოზიციაზე შექმნილ ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს. ამ ყველაფერში კი განსაკუთრებული ის არის, რომ კლიპი სიმღერაზე I’ll Take You Home ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა.

ბექა ჯანუაშვილი:

„ეს სიმღერა დაახლოებით 10 წლის წინ დავწერე. იმ პერიოდში ნანა ჯორჯაძის ფილმზე ვმუშაობდი და მის საუნდტრეკებს ვაკეთებდი. მერე რაღაც მოუხდა ფილმს, რაღაც არ მოუხდა და დაგროვდა ეს სიმღერები. ახლა კი, ამ ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ასეთი ექსპერიმენტი გავაკეთე. დამაინტერესა, როგორ აღიქვამდა ამ სიმღერას ხელოვნური ინტელექტი. ავუტვირთე მთლიანი კომპოზიცია, მოვასმენინე და თვითონ როგორც აღიქვა, ისეთი ვიზუალი გააკეთა. თუმცა ის თემები, საითაც მინდოდა, რომ წასულიყო, მე თვითონ მივუთითე. აი, მაგალითად, კოსმოსი, ბუნება…. ბევრი რაღაც გამიკეთა და მერე მე ავარჩიე, დავალაგე და დავამონტაჟე. 

თვითონ სიმღერის იდეა ისაა, რომ, აი, ყველაფერი რომ მოგბეზრდება და სხვაგან გინდა წასვლა, სხვა სამყაროში. სხვაგან რომ გინდა სახლის მოძებნა. პრინციპში, დედამიწაზეც ხომ სტუმრად ვართ ყველა. ეს არ არის ნამდვილი სახლი. ამიტომაც დავაკავშირე კოსმოსთან და კლიპშიც ძირითადად ეს თემაა. 

საქართველოში აქამდე არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ მუსიკალური ვიდეოკლიპი ხელოვნურ ინტელექტს შეექმნა. ჩვენ პირველები აღმოვჩნდით. ვფიქრობ, რომ დიდი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს ხელოვნურ ინტელექტს მუსიკალურ ინდუსტრიაში და ამ შესაძლებლობის დაკარგვა არ შეიძლება.”

პირველი მცდელობის შემდეგ Asea Sool ხელოვნურ ინტელექტთან მუსიკალურ თანამშრომლობას განაგრძობს და უახლოეს მომავალში მისი დახმარებით კიდევ ერთი ვიდეოკლიპის შექმნას გეგმავს. მაისში კი ბექას და ათინას დუეტი თბილისში კონცერტის გამართვასაც აპირებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Jay-Z როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, 2021 წლის 30 ოქტომბერი. ფოტო: კევინ მაზური

Jay-Z ენდი უორჰოლის და ჟან-მიშელ ბასკიას პატივსაცემად პარიზში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ვოკალისტების გუნდის გარდაცვლილი მომღერლის, ნიკოლ ჰერსტის სახელობის სტიპენდია დააწესა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი